მთავარი » პოპულარული

ძველი საბუთების რესტავრაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2012 | 1,506 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში მიმდინარეობს რესტავრაცია საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული დოკუმენტისა – ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიო მღვიმის მონასტრისადმი, რომელიც 1123 წლით თარიღდება. დოკუმენტი მეფემ შიო მღვიმს შესწირა ქართლის რამდენიმე სოფლის შემოსავალი და საეკლესიო ნივთები.
ამასთან, ლაბორატორიას სარესტავრაციოდ გადაეცა ეტრატზე შესრულებული კიდევ ორი საბუთი:

1787 წლის 31 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის მიერ გაცემულ წყალობის წიგნს თავად სიმონ ხერხეულიძისადმი, რომელსაც უწყალობა პოლკოვნიკის წოდება 1752 წელს პრუსიისა და თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოჩენილი გმირობისათვის. საბუთი რუსულ ენაზეა და ახლავს ეკატერინეს ხელრთვა;
რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მიერ 1839 წელს გაცემული დოკუმენტი ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძისადმი, რომლითაც განუახლა თავადობის დამადასტურებელი მოწმობა. საბუთს ახლავს ნიკოლოზ I-ის ხელრთვა.

ამ საბუთებთან ერთად მიმდინარეობს ქართული ძველი საბუთების დედნების კოლექციის 81 დოკუმენტის რესტავრაცია. საბუთები მოიცავს XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის მასალას – მეფეთა წყალობის, ნასყიდობის, განაჩენის, ვალის წიგნებს, აგრეთვე ოქმებსა და წერილებს – როგორც საქმიან ისე პირადს. ყველა ეს საბუთები შესრულებულია ქაღალდზე. მათ შორის არის:

1. 1750 წელი. თეიმურაზ II-ის მიერ გაცემული ოქმი, ფავლენიშვილისათვის ჩამორთმეული მამულის დაბრუნების შესახებ.
2. 1728 წელი. მაჰმად ფაშას მიერ გაცემული წყალობის წიგნი ზაალ ჯანდიერიშვილისადმი ერწოს მოურავობის ბოძების შესახებ.
3.1791 წელი. ერეკლე II-ის მიერ გაცემული ოქმი ფარსადან მაჩაბელისადმი.
4. 1804 წელი. მოკითხვის წერილი ეფრემისა ქაიხოსრო ჩაჩიკაშვილისადმი.
5. 1797 წელი. მიწის ნასყიდობის წიგნი სვიანიძისა ტეტია მამესწარაშვილისადმი.
6. 1798 წელი. ყმა-მამულის წყალობის წიგნი გიორგი II-ისა ელიზბარ მაჩაბელისადმი და სხვ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი