მთავარიქრისტიანობაწმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყალი - "ძუძუს წყარო"

წმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყალი – “ძუძუს წყარო”

“ძუძუს წყარო” – უშვილოთა შემწე

ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალ გზაზე წმ. ნინოს სახელობის მცირე ტაძარია. აქ პატარა სავანეა, სადაც წმინდანი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ქართლის მოქცევისათვის. ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც წმ. ნინომ აღმოაჩინა და “ძუძუს წყარო” ეწოდა. აქ იყო “აკაკის ხე”, რომელიც სასწაულებს ახდენდა, კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. სწორედ ეს თვისება აქვს ამ წყალსაც.

“ძუძუს წყალი” გემოვნებით დედის რძეს წააგავს. სახელწოდებაც აქედან მოდის. წყალი სამკურნალო თვისებების მქონეა, განსაკუთრებით ქალბატონებისათვის, დაწყებული მკერდის სიმსივნიდან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის, წმენდს კუჭ-ნაწლავს და უშვილოთა შემწეა…

“ძუძუს წყარო” აუცილებლად უნდა მივიღოთ ლოცვების “მამაო ჩვენოს” ან “წმინდა ნინოს ტროპარის შემდეგ. შესაძლებელია წყლის გამრავლებაც.

“ძუძუს წყაროზე” რწმენით მისულთა თხოვნას უფალი აუცილებლად შეისმენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები