მთავარი » ჯანმრთელობა

ძუძუს კიბო ქალთა ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2014 | 2,909 ნახვა

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ზრდის თვეა

ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ზრდის თვის ყოველწლიური აღნიშვნა მთელს მსოფლიოში გვეხმარება მხარი დავუჭიროთ ძუძუს კიბოს პირველად პრევენციას, კმკერდის კიბო დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, პაციენტთა ხარისხიან მკურნალობასა და პალიატიურ მზრუნველობას.

საქართველოში ძუძუს კიბო ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით პირველ ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ქალთა მოსახლეობაში; ყოველწლიურად ქვეყანაში ძუძუს კიბოს 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება და 400-ზე მეტი ქალი იღუპება. სარძევე ჯირკვლის კიბოს ასევე წამყვანი ადგილი უჭირავს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის სტრუქტურაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს გლობალური პროექტის (GLOBOCAN) შეფასებით, საქართველოში 2012 წელს ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებულმა ინციდენტობის მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე 40, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 13.2 შეადგინა.

ძუძუს კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს ფილტვის კიბოს შემდეგ, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს, ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების 25%) ახალ შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით ვარირებს 27-დან (ცენტრალური აფრიკა და აღმოსავლეთ აზია) 96-მდე (დასავლეთ ევროპა). მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს; დაბალი შემოსავლების ქვეყნებში იგი კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში კი მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.

2008 წელთან შედარებით ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლის ზრდის უმთავრესი მიზეზებია დაავადების გამოვლენის გაუმჯობესება სკრინინგული პროგრამების დანერგვის საშუალებით და ორსულობის გვიან ასაკში დაგეგმვა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.

2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: ბელგია, დანია და საფრანგეთი, ხოლო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იყო ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი