მთავარი » ფოტორეპორტაჟი

ზურაბ დათუაშვილის მხატვრული ფოტოგრაფია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2011 | 4,652 ნახვა

ზურაბ დათუაშვილის მხატვრული ფოტოგრაფია

მშობლიური მიწა-წყალი, მისი ბუნება ისტორიული ძეგლები, მისი ხალხი – ეს არის ის ძირითადი თემები, რომელიც მხატვრული ფოტოგრაფიის ოსტატად წოდებულ ზურაბ დათუაშვილის შემოქმედებას ეკუთვნის. მისი ნამუშევრები განმსჭვალულია განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით.

“კამერა დღენიადაგ გამზადებული მაქვს, როცა კი ბუნების წიაღში ვიმყოფები. ტყეში, ტბაზე, მთებზე მაქვს გადაღებული ყველაზე ძვირფასი კადრები. საქართველოს ყველა ნაკრძალები ჩემთვის მშობლიური გახდა, ისე ხშირად ვესტუმრები ხოლმე. თითოეულ სურათში უნდა ჩააქსოვო გულის ნაწილი. მაშინ ყველა, ვინც მას ნახავს, უთუოდ იტყვის: “რა მშვენიერია საქართველო“- აღნიშნა ფოტოგრაფმა, რომელსაც პირველად ფოტოაპარატი ხელში სწორედ ბუნების სიყვარულმა ააღებინა.
ზურაბ დათუაშვილი ფოტოაპარატით წუთებს დადევდა. ნიჭმა, შეუმჩნეველის დანახვამ, მიგნებულის მახვილგონივრულად გააზრებამ, წვდომამ თუ ფოტოობიექტივში მისეული ხელწერით პოეზიის ოსტატურად ამღერებამ შემოქმედს სახელი და საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფოტოხელოვანის სურათები მსოფლიო ფოტოხელოვნების კატალოგშიც შეიტანეს.

ბატონი ზურაბი დღეს ხანში შესულია, იგი სოციალურად დაუცველია. სამწუხაროდ, შექმნილი აქვს მხედველობის პრობლემა, რაც ცხადია, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. ვისაც გაქვთ სურვილი, შესაძლებლობა, დაეხმაროთ ერის მემატიანეს, როგორც მატერიალურად ისე უნიკალური ფოტოარქივის დამუშავებაში, (ეს ჩვენი რედაქციის პოზიციაა) მოგვწერეთ: teo.nozadze@yahoo.com

“ამბიონის“ მკითხველს ამჯერად ფოტოხელოვან ზურაბ დათუაშვილის მხატვრული ფოტოგრაფიის ნიმუშებს გთავაზობთ.

ზურაბ დათუაშვილი

[nggallery id=30]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი