მთავარიეკლესია-მონასტრებიზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის, ერში სიყვარულით წოდებული „მან­ცხვარკარიშ“ ეკლესია, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდაც არის ქცეული.

ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV ს. იხსენიება, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარის მინიშნება, მისი არსებობის დასაწყისად X ს. მიიჩნიონ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა უმეტესობა მაინც პირველი ვარიანტის მომხრეა. ისტორიამ არ შემოგვინახა ტაძრის აღმშენებლის სახელი.

ტაძრის თავდაპირველი ძველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკა, იმდენად მცირე, რომ სავარაუდოა – სპეციალურად ბერებისათვის ყოფილიყო აგებული. 1874 წ. რუსეთის ეგზარხოსობისას ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.

ტაძარი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა.

ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები