მთავარი » ჯანმრთელობა

ზღვის კომბოსტოს სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.05.2016 | 9,256 ნახვა

ზღვის კომბოსტო იგივეა, რაც ლამინარია. მის შემადგენლობაში შედის იოდის შენაერთები: B1, B2, B12, D ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, ფოლიუმის მჟავა, ნახშირწყლები. ზღვის კომბოსტო
ზღვის კომპოსტოს გამოყენება განპირობებულია სწორედ მასში შემავალი იოდისა და ვიტამინების შემცვლელობით. მის შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები ააქტიურებს იმუნურ რეაქციებს, აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

ზღვის კომბოსტოს მრავალი ასეული წლის განმავლობაში იყენებდნენ ჩინეთსა და იაპონიაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. რეკომენდირებულია, როგორც ზოგადი მოსამაგრებელი საშუალება.

ზღვის კომბოსტო სასარგებლოა ისეთი ადამიანებისათვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა. მასში შემავალი იოდი გვეხმარება კონცენტრაციაში, ნივთიერებათა ცვლის წარმართვაში, ხოლო E ვიტამინი აქვეითებს ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
ზღვის კომბოსტოს იყენებენ ათეროსკლეროზის, პადაგრის დროს. აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. მასში შემავალი ნივთიერებები აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, ასევე ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას.

ზღვის კომბოსტოს გამოყენება არ არის სასურველი ორსულობის, ნეფრიტის, ჭინჭრის ციების, კანის ქრონიკული დაავადებებისა და ქრონიკული რინიტის დროს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ზღვის კომბოსტოს დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ზღვის კომბოსტოს მიღება მიღება აკრძალულია მათთვის, ვისაც იოდის მომატებული მგრძნობელობა აქვს.

ზღვის კომბოსტოს გარეგანი გამოყენება ეფექტურია კანისთვის. იგი ააქტიურებს უჯრედულ პროცესებს. ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას, ანოტივებს და ჟანგბადით ამდიდრებს ქსოვილებს, ხსნის შეშუპებას, გაღიზიანებას, ხელს უწყობს ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებას. ამიტომაც ზღვის კომბოსტოს გამოყენება სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც ახალგაზრდობის შენარჩუნება სურს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი