13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიჯანმრთელობაძახველის სამკურნალო თვისებები

ძახველის სამკურნალო თვისებები

ძახველი მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. საქართველოში გავრცელებულია როგორც ბარში, ისე მთაში. ძახველის ნაყოფი წითელი კენკრაა და შეიცავს: შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, C, L ვიტამინებს. ნაყოფის ქერქში შედის ეთერისმაგვარი ფისოვანი და მთრიმლავი ნივთიერებები, რომელთა ჰიდროლიზით წარმოიქმნება: ვალერიანის, იზოვალერიანის, ჭიანჭველას ძმრის, კაპრინის, კაპრილის, ლინოლის, პალმიტინის და სხვა მჟავები. ფიტოსტეროლინი და სხვა ქიმიური შენაერთები.

ძახველს აქვს შემხვეჭი, სისხლის დენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ზრდის საშვილოსნოს კუნთოვან ტონუსს. ქერქი, თხევადი ექსტრაქტი და მონახარში ინიშნება მეან-გინეკოლოგიაში საშვილოსნოდან სისხლის დენის დროს. გამოიყენება აგრეთვე მუცლის მოშლის თავიდან ასაცილებლად აბორტის საშიშროებისას. როგორც სისხლდენის შემაჩერებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას იყენებენ ბუასილის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების შემთხვევაში. ძახველის ნაყოფი ზრდის გულის შეკუმშვების სიმძლავრეს, აუმჯობესებს ნაწლავის მოქმედებას.

ძახველის ქერქის ნაყენი, როგორც სედატური და ჰიპოტენზიური პრეპარატი, ნევრასტენიის, ისტერიის, ბნედის, ჰიპერტონიული დაავადებებისას გამოიყენება. ძახველს ავადმყოფს უნიშნავენ კოლიტის, გასტრიტის, თირკმლის, კანის დაავადებისას.

ეფექტურია ძახველისა და ცაცხვის ნაყენი გაციებისას. ამისათვის: ცაცხვის 1 წილს, დავუმატოთ 1 წილი ძახველის ნაყოფი, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5-10 წუთი, გავფილტროთ და დავლიოთ ცხელი, 1-2 ჭიქა ღამით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები