მთავარიჯანმრთელობაზაფხული და სეზონური ალერგია - იცით, რა იწვევს თქვენს სიმპტომებს?

ზაფხული და სეზონური ალერგია – იცით, რა იწვევს თქვენს სიმპტომებს?

ზაფხულის პერიოდში ჰაერში განსაკუთრებით იზრდება ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების კონცენტრაცია, რაც ბევრ ადამიანს ისეთ ალერგიულ სიმპტომებს უძლიერებს, როგორიცაა:

ხშირი ცემინება

ცხვირის გაჭედვა/გამონადენი

თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა

ხველა, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი

როგორ დავადგინოთ, რომელ მცენარეზე გაქვთ ალერგია?

კანის ალერგოლოგიური სინჯი

სწრაფი და მარტივი კვლევაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ალერგიის გამომწვევი მცენარეების გამოვლენა მოკლე დროში.

სისხლის ანალიზი

სპეციფიკური IgE ანტისხეულების განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, კონკრეტულად რომელი ალერგენის მიმართ არის ორგანიზმი მგრძნობიარე მაშინაც კი, თუკი სეზონია, ანტიალერგიულ მედიკამენტებს იღებთ, ან კანის მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას კანის სინჯის ჩატარების.

მოლეკულური ალერგოდიაგნოსტიკა
თუ სიმპტომები სხვადასხვა სეზონზე გრძელდება, ეჭვი გაქვთ რამდენიმე ალერგენზე ან გეგმავთ ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოთერაპიას, მოლეკულური დიაგნოსტიკა ყველაზე დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას გაწვდით.

ალერგიის მართვის პირველი ნაბიჯი სწორი დიაგნოსტიკაა.

წყარო – გოთუას სამედიცინო ცენტრი • Gotua Medical Center

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები