მთავარიქრისტიანობა"ყველამ ადიდა ღმერთი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა"

“ყველამ ადიდა ღმერთი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა”

ერთ ალექსანდრიელ ღმრთისმოშიშ, ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, სტუმართმოყვარე ვაჭარს მშვიდი და მუდმივად მმარხველი ცოლი და ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს კაცი კონსტანტინეპოლში წავიდა სავაჭროდ და ოჯახში ერთი მონა დატოვა. წუღრუღაშენი გემზე რომ ავიდა გასამგზავრებლად, ცოლმა ჰკითხა, ბატონო, ვის ავედრებ ჩვენს თავსო, რაზედაც მან უპასუხა, ჩვენს დედოფალ ღმრთისმშობელსო.

ერთ დღეს ეს ქალი თავის ბავშვთან ერთად იჯდა და ხელსაქმობდა. მათ მონას ეშმაკი შეუჩნდა და გადააწყვეტინა, ქალი და ბავშვი მოეკლა და მათი სიმდიდრე გაეტაცებინა. მან სამზარეულოს დანა აიღო და წავიდა იმ ოთახისაკენ, სადაც მისი ქალბატონი იყო, მაგრამ იმ ოთახის კარში შესვლისას გაშეშდა. ვეღარც ოთახში შევიდა და ვერც სამზარეულოში დაბრუნდა. ქალბატონს დაუძახა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ ქალს გაუკვირდა კარში რომ იყო გაჩერებული და უპასუხა, შენ თავად მოდი, შვილოო. არ იცოდა, თუ იგი უხილავი ძალის მიერ იყო გაშეშებული. მონა შფოთავდა და ისევ ეძახდა ქალბატონს. მაგრამ იგი არ მიდიოდა. მაშინ ბავშვმა უთხრა დედას, გამიშვი, მე მივალო, მაგრამ ქალმა არ დაანება და კვლავ მშვიდად მიმართა მონას, ძმაო, თუ გინდა მოსვლა, თავად მოდი აქო.

რომ დარწმუნდა მონა, რომ აღარაფერი გამოუდიოდა, თავად იგმირა დანა. ამის დანახვაზე ქალბატონმა მეზობლებს დაუძახა. ისინი რომ მოვიდნენ, მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავად უთხრა მათ, რაც მოხდა. ყველამ ადიდა ღმერთი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა, გადაარჩინა მისთვის შევედრებული ქალი და ბავშვი და ეშმაკმა ვერაფერი ავნო მათ.

1 COMMENT

  1. +++ დიდება უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!! ++++

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები