მთავარიფოტორეპორტაჟიყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში"

ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში”

ყვავილების ფესტივალი

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, შარდენის ქუჩაზე ყვავილების ფესტივალი სახელწოდებით “ვარდობისთვე თბილისში” გაიმართა. ყოველწლიური ერთდღიანი ფესტივალი 10 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 საათამდე გაგრძელდა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიებმა, ასევე კერძო კოლექციონერებმა. დამთვალიერებლებს ყვავილების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ფესტივალზე შესამჩნევი იყო უცხოელი ტურისტების სიმრავლე. მნიშვნელოვანია რომ ყვავილებთან ერთად აქ წარმოდგენილი გახლდათ ხელნაკეთი ნივთები და საბავშვო ცენტრ “ბეღურების” ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები ყვავილების თემაზე.

საღამო დაასრულეს ქართველმა მოდელებმა, რომლებმაც ყვავილებით გაფორმებული საქორწინო კაბების კოლექცია წარადგინეს.

ნინო ჩალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები