მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2012 | 19,088 ნახვა

რუსეთის მიწაზე განდიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი საკვირველმოქმედი ხატია “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. მისი პირველსახე, რომელიც ღვთისმშობლის დაუჯდომლის სახელს ატარებდა, ლეუშინოს დედათა სავანის მთავარი სიწმინდე იყო. ღვთისმშობლის ხატი მე ვარ თქვენთანა იგი ლეუშინოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს 1860-იანი წლების დასაწყისში ვაჭარმა გაბრიელ მედვედევმა შესწირა. 1889 წელს იღუმენია ტაისიამ ამ ხატის პატივსაცემად ააგო დიდებული ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის სახელზე. მონასტრის სახელოსნოში იქმნებოდა ხატის ასლები. წმ. იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით დაიწერა განსაკუთრებული ასლი, რომელსაც გაუკეთდა წარწერა: “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. შემდგომში მამა იოანემ ამ ხატით აკურთხა ვაჭარი ვასილი მურავიოვი, მომავალი ბერი სერაფიმე ვირიცელი და უწინასწარმეტყველა, რომ იგი ღვთისმშობლის ხატის წინ 1000 დღის მანძილზე ილოცებდა რუსეთის გადარჩენისათვის. ღირსმა სერაფიმემ შეასრულა წმიდანის ლოცვა-კურთხევა და ამ ხატის წინ ლოცვით გამოითხოვა ღვთისაგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება.

ამჟამად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა” იმყოფება უკრაინაში წმიდა გიორგის სავანეში. აქ მან სახელი გაითქვა მორწმუნეთათვის სწრაფი, მადლმოსილი შეწევნის მინიჭებით, მათ შორის – სნეულთა კურნებითაც. ამის გამო ხატი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხალხში. სიწმინდე არაერთხელ გადაასვენეს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქების ეკლესია-მონასტრებში თაყვანის საცემად. წმიდა გიორგის სავანეში საკვირველმოქმედი ხატის მოსალოცად უამრავი მორწმუნე ჩამოდის უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვეთიდან. ხატის დღესასწაული დაწესებულია დიდი მარხვის მეხუთე შაბათს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გალობს ღვთისმშობლის დაუჯდომელს.

2005 წელს თბილისში დაიწერა ასლი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. მისი შექმნის ისტორია ასეთია: თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგიმ (ბურდეინი) თავისი მოძღვრის, მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით გადაწყვიტა, შეექმნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი ხატის ასლი, რომელიც მორწმუნეთა ოჯახებს შემოივლიდა და სულიერად თუ მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებს ნუგეშს მიანიჭებდა. თავდაპირველად მამა გიორგი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო “ბარაქის,” ან “შეუსმელი ბარძიმის” ხატი. მაგრამ პირველს, ძირითადად, მიწიერი კეთილდღეობისათვის სთხოვენ, მეორეს კი მემთვრალეობისა და ნარკომანიის განკურნებას ევედრებიან. ახალ ხატს მორწმუნეთა ყოველგვარი სულიერი მოთხოვნილება უნდა დაეკმაყოფილებინა. არჩევანის გაკეთება გაჭირდა. და აი, ერთ დღესაც მამა გიორგიმ მოულოდნელად მზერა შეაჩერა მცირე ზომის ხატზე, რომელიც სახლში ხატების კუთხეში ჰქონდა დაბრძანებული. ეს აღმოჩნდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. იგი მიხვდა, რომ ეს იყო სწორედ ის ხატი, რომელსაც ეძებდა. შეუკვეთა ხატმწერს ასლის დაწერა და რამოდენიმე ხნის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულის წინა დღეს, ხატის ახალშექმნილი ასლი ტაძარში მოაბრძანეს. გამოჩნდნენ კეთილისმყოფელნიც, ვინც მისი დაწერის საფასური გადაიხადეს. ღვთისმშობლის ხატმა მოისმინა სადღესასწაულო მსახურება და 21 სექტემბრიდან შეუდგა მორწმუნეთა ოჯახების შემოვლას.

ღვთის დედის მიბრძანება ყოველ ოჯახში დაკავშირებულია ამა თუ იმ გასაჭირის შემსუბუქებასა და სულიერ ნუგეშთან. მაგრამ არის განსაკუთრებული შეწევნის შემთხვევებიც. ერთ ქალს მრავალწლიანი დაავადება სიმსივნეში გადაეზარდა. საჭირო გახდა ოპერაცია მის ამოსაკვეთად. და აი, ოპერაციის წინ ამ ქალთან ოჯახში ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს. როდესაც იგი საოპერაციოდ საავადმყოფოში მივიდა და ექიმებმა კიდევ ერთხელ გაუკეთეს ექოსკოპია, აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მთლიანად გამქრალიყო. ერთხელ ორსულ ქალს კი მუცელი ეშლებოდა. ნაყოფის მოწყვეტა თითქმის გარდაუვალი იყო. ღვთისმშობლის ხატის მისვლის შემდეგ ორსულობა აღდგა.

ეს სასწაულები სულ ახლახან ჩვეულებრივ ქართულ ოჯახებში მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ზეციური დედა მუდამ ჩვენს გვერდითაა და მზადაა, გამოგვიწოდოს დახმარების ხელი, ოღონდაც ჩვენ მთელი სასოება მასზე და მისგან შობილ უფალზე დავამყაროთ.

ტროპარი

დედუფალო წმიდაო ღმრთისმშობელო, მოიხილე და იხილე ტკივილი წყლულებათა ჩუენთა და მოწყალე იქმენ, ყოვლადუბიწოო, და განკურნე წუაჲ ესე სჳნდისისა და შეაცურიენ წყალობითა შენითა. და ჴმა-უყავ მონათა შენთა: მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

ლოცუა ღმრთისმშობელისა მიმართ წინაშე საკვირველმოქმედისა ხატისა მისისა

“მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”

ღვთისმშობლის ხატი მე ვარ თქვენთანა ჰოჲ, ყოვლადსახიერო მეოხო ქრისტეანეთა მოდგმისაო, დედაო მარჯუენითა თვისითა ყოვლისა მპყრობელისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა! მოგუფინე ჩუენ წყალობანი და მოწყალებანი მისნი, რაჲთა არა შევშინდეთ და შევძრწუნდეთ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რამეთუ არქუ მოსავთა შენთა: “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”.

დაიცევ ჭეშმარიტი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და სავანე ჩუენი განხეთქილებათა და წვალებათაგან; მოეც დასაბამი სინანულისა ერსა ჩუენსა და მოაქციენ ღმრთივ-მონიჭებულსა გზასა უბიწოჲსა სარწმუნეობისასა, რაჲთა აღივსოს სუნნელებითა ლოცუისათა და აღყუავდეს, ვითარცა შროშანი ველისა; რაჲთა კეთილმსახურებითა და სიწმიდით ვსცხოვრობდეთ, მარადის შენ მიერ დაცულნი საცთურთაგან ანტიქრისტესთა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ტომითისაგან ბრძოლისა, ძვრისა, ცეცხლისა, სიყმილისა და სიკუდილ-შემოსილისა წყლულებისგან; ამაოჲსა სიკუდილისაგან, ტყუეობისა და სახლეულთა შორის მტერობისაგან; მოწესეთა ცხოვრებაჲ განამტკიცე და გუაცხოვნენ ჩუენ, ყოვლადუბიწოო, რამეთუ შენ გესავთ სიტყუათაებრ შენთა: “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”.

ევედრე ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უფალსა ღმერთსა ჩუენსა, მწყალობელსა და მხსნელსა, რაჲთა არა დაგუაკლოს მფარველობაჲ და სასუფეველისა თვისისა თვისებაჲ, რომელმან თავად ჰრქუა მორწმუნეთა თვისთა: “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. რამეთუ მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • LLL says:

    ყოვლადწმინდაო მარიამ დაგვიფარე და გვაცხოვნე ცოდვილები

  • მარიამი says:

    თუ შეიძლება რომ გვითხრათ ამ ხატის ასლი სად არის დაბრძანებული თბილისში??დიდი მადლობა

  • ნანა says:

    ეს არაჩვეულებრივი ხატი დაბრძანებულია ალ. ნეველის სახ. რუსულ ტაძარში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე.

  • მარინა says:

    ღვთისმშობელო დედაო დაიფარე საქართველო

  • მაია says:

    გამარჯობა.
    თუ ვინმემ იცით, შესაძლებელია ამ ხატის დაუჯდომელის ელექტრონული ვარიანტი ვნახო სადმე?
    ვიცი,რომ ბროშურას თავად ალ.ნეველის ტაძარში ვიყიდი, მაგრამ მე საზღვარგარეთ ვარ და ვერ შევიძენ აქედან. :( ხატი მაქვს და დაუჯდომელი არა, არადა ძალიან მინდა. თუ ვინმემ იცით და გამიზიარებთ მადლობელი დაგრჩებით.
    ღმერთი შეგეწევათ და გაგახარებთ.

    • გამარჯობათ ქალბატონო მარინა, მე ვიცი სადაც არის ამ ხატის დაუჯდომელი,ელ ვერსია,მაგრამ აქ ბმული არ იდება და თუ მომწერთ თქვენს მეილს ან აქ ან salo_shulc@yahoo.com ეს ჩემი მეილია და ან ამ მეილზე გამოგიგზავნით.

  • თამარ says:

    ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ!

  • მაია says:

    ამ ხატის ასლი დაბრძანებულია ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში.
    ყოველი თვის პირველ პარასკევს 1სთ.30წთ–ზე (აღდგომის მარხვის გარდა)ამ ხატის მიმართ ტარდება პარაკლისები

3 Pingbacks »

  • ralph lauren polo…

    ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”…

  • Pig says:

    Pig…

    –…

  • Michael Kors Outlet…

    ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი