მთავარი » კულტურა

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.05.2024 | 61 ნახვა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ყინწვისის კომპლექსის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სახურავის წყალსაწრეტ ღარებსა და მილებში დაგროვებული ფოთლები და მტვრის მასა აფერხებდა სახურავებიდან წვიმის წყლის ორგანიზებულად გადაყვანას, რაც იწვევდა ფასადებზე წყლის ჩამოჟონვას.

ძეგლის მესაკუთრესთან კონსულტაციის შედეგად და ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აიღო თავის თავზე. სამუშაოები მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძის ჯგუფმა განახორციელა. სააგენტო მადლობას უხდის მათ საუკეთესო თანამშრომლობისა და გაწეული შრომისთვის.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. ანსამბლის მთავარი ნაგებობა – წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი საქართველოს განვითარებული ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ტაძრების ტიპური ნიმუშია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში. XIII ს.-ის დასაწყისში შესრულებული ეკლესიის მოხატულობა შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი