მთავარიჯანმრთელობაყბაყურა - რა უნდა ვიცოდეთ?

ყბაყურა – რა უნდა ვიცოდეთ?

ყბაყურა ვირუსით გამოწვეული გადამდები დაავადებაა. გადაეცემა წვეთოვანი გზით დაინფიცირებული პირისგან ცემინების და ხველების დროს და ასევე მის საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხებით.

შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები: ენცეფალიტი, მენინგიტი, სიყრუე, საკვერცხეების და/ან სარძევე ჯირკვლების ანთება ზრდასრულ ქალებში, ორქიტი ზრდასრულ მამაკაცებში, რაც შესაძლებელია უშვილობის მიზეზი გახდეს;

ყბაყურას პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა;

აცრები ტარდება 1 და 5 წლის ასაკში წითელას/ყბაყურას/წითურას (წწყ) კომბინირებული ვაქცინით.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები