13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიხატები და ფრესკებიყაზანის ღვთისმშობელი - ვიაზნიკში

ყაზანის ღვთისმშობელი – ვიაზნიკში

ვლადიმირის ეპარქიაში, გლინკოვზე მდებარე ვიაზნიკის საკათედრო ტაძარში ყაზანის ღვთისმშობლის მადლისმომნიჭებელი ხატი იმყოფება.

ხატის შესახებ საეკლესიო ჩანაწერებში წერია: “სამყაროს შექმნიდან 7 132 და ქრისტეშობიდან 1 424 წელს, 11 ოქტომბერს დიდი ბატონის მიხეილ თეოდოსის ძის ბრძანებით და მოსკოვისა და სრულიეად რუსეთის პატრიარქის ფილარეტის ლოცვა-კურთხევით, ყაზანის ღვთისმშობელი - ვიაზნიკში ვლადიმირის ქრისტეშობის მონასტრის არქიმანდრიტი პორფირი, მასთან მაცხოვრის – ოქროს კარიბჭის მონასტრის იღუმენი ბარსანოფი და საკათედრო ტაძრის მთავარი მოძღვარი მღვდლებთან და სიაკვნებთან ერთად გაიგზავნენ დაბა ვიაზნიკში, რათა აქ ყაზანის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებული სასწაულები დაემოწმებინათ. 13 ოქტომბერს, საღვთო ლიტურგიის დროს, ამ ხატის მიერ განიკურნა მედავითნე იროდიონი, რომელიც გონებით იყო დაავადებული და შინაგანი სნეულება მრავალი წლის განმავლობაში დანჯავდა. მაშინვე პარაკლისის გალობისას, კურნება მიიღო ვლადიმირის ოლქის სოფელ ნასეკინის მკვიდრმა გლეხმა ქსენია სემიონოვამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელი ცალი თვალით ბრმა იყო. იგი აღთქმისამებრ მივიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან, ილოცა, ნაკურთხი წყალი დალია და თვალზე იცხო. ამის შემდეგ მას მხედველობა დაუბრუნდა.”

ზემოთ ნახსენები არქიმანდრიტი ყოველივე ამის მოწმე გახდა და ბრძანა, რომ ეს და სხვა სასწაულები, რომელთან ღვთისმშობელი აღასრულებდა, ჩაეწერათ. ამის შემდეგ ხატი მეტად განდიდდა.

წყარო: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები