მთავარი » ხატები და ფრესკები

ყაზან-ვიშენის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2012 | 3,121 ნახვა

ტამბოვის ეპარქიის, ვიშენის უდაბნოს მთავარ სიწმინდეს ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წარმოადგენს.

ყაზან-ვიშენის ღვთისმშობლის ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა: 1812 წელს მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონმა მიროპია დანკოვამ, ყაზან-ვიშენის ღვთისმშობელი რომელიც მოსკოვზე შემოსეული ფრანგებისგან მოსალოდნელ განსაცდელს გაურბოდა, გადაწყვიტა, ტამბოვის ამაღლების მონასტერში გადასულიყო. მეეტლემ, რომელიც ნათლად დარწმუნდა, რომ მონაზონი სრულიად უმწეო იყო, გადაწყვიტა მოეკლა და გაეძარცვა იგი. როდესაც მისი ბოროტი განზრახვა შენიშნა, მიროპიამ ზეციურ დედოფალს მიმართა, რომლის ხატსაც, როგორც სიწმინდეს და თავისი მშობლების კურთხევის ნიშანს, არასოდეს იშორებდა. მის ლოცვას ამაოდ არ ჩაუვლია და როგორც პასუხი, ხატიდან გადმოსული ხმა მოესმა: “ნუ გეშინია, მე ვარ შენი მფარველი”. იმავე წუთს მეეტლე საშინელებამ შეიპყრო და დაბრმავდა. მან მაშინვე შეინანა და ღვთისმშობელს გამოსთხოვა წყალობა, თანაც აღქმა დადო, რომ მონაზონს სავანემდე უვნებლად მიიყვანდა. მხურვალე ლოცვის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდა და მეეტლემ აღთქმა შეასრულა. მიროპია 1830 წელს გარდაიცვალა და სასწაულთმოქმედი ხატი ვიშენის უდაბნოს უანდერძა, რადგან სიზმარეულ ხილვაში ღვთისმშობელმა მას სწორედ ეს უბრძანა. ხატი აქ 1827 წლის 7 მარტს მოაბრძანეს, ხოლო უდაბნოში 1526 წლიდან არსებობს. რაც კარგად ჩანს დიდი მეუდაბნოეს სიგელიდან.

ამჟამად სასწაულთმოქედი ხატი ძვირფასი ქვებით მოჭედილი და ოქროს პერანგით შემკულია. ის უძველესი ბერძნული ხატწერითაა შესრულებული. ღვთისმშობლის სახე ჩამუქებულია. ხატი მოთავსებულია ყაზანის ტაძრის მთავარ კანკელზე, აღსავლის კარის მარცხნივ. ყველას, ვინც სარმუნოებით მიმართავს ღვთისმშობლის საფარველს, მისი ხატის მადლით სნეულებათა კურნება და დიდი წყალობა ენიჭება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ნანა says:

    წმიდაო ყაზან-ვიშენის ღვთისმშობელო გთხოვ, შეეწიე ქართველ ხალხს და დალოცე საქართველო!

  • გიორგი says:

    +++ დიდება და ძალიან დიდი მადლობა სულ ყველაფრისთვის, უფალსა, დედა ღვთისასა, წმინდა მთავარანგელოზებსა და ანგელოზებსა, ჯვარსა უფლისასა, წმინდა დიდ სასწაულთმოქმედ მღვდელმთავარ ნიკოლოზსა და სულ ყველა წმინდანსა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი