მთავარიეკლესია-მონასტრებიXVI საუკუნის რელიგიური შინაარსის კრებული

XVI საუკუნის რელიგიური შინაარსის კრებული

რელიგიური შინაარსის კრებული, XVI საუკუნე, ნუსხური, ქაღალდი, 5 ფფ. ახლავს დეკორირებული საზედაო გრაფემები. 

წარმოდგენილ ფრაგმენტში მოთხრობილია VII საუკუნეში სპარსელების, ბარბაროსებისა და სკვითების შემოსევებისაგან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიერ სამეუფო ქალაქის – კონსტანტინოპოლის – სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. 

ხელნაწერის ფრაგმენტი ინახება ისტორიკოს თედო სახოკიას პირად ფონდში. მისი აღწერაგამოქვეყნებული არ ყოფილა, ამიტომ ნაკლებად ცნობილია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. 

ეროვნულ არქივში მიმდინარეობს პროექტი „ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში შემავალი მასალის, არამედ სხვადასხვა პირად ფონდში დაცული, ფრაგმენტების სახით მოღწეული ხელნაწერების აღწერასაც.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები