25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისოფლის მეურნეობახურმის ვარჯის სხვლა-ფორმირება და ხურმის ბაღის მოვლა

ხურმის ვარჯის სხვლა-ფორმირება და ხურმის ბაღის მოვლა

დარგვის დროს მცენარეები იჭრება 80-100 სმ. სიმაღლეზე. ვეგეტაციის დაწყების შემდეგ, შტამბის ზემოთ 30-40 სმ ფარგლებში დატოვებული უნდა იქნას კვირტები, ხის ვარჯის ძირითადი ტოტების შექმნის მიზნით, დანარჩენი ქვედა კვირტები უნდა მოცილდეს ბაღის დანით.

მეორე წელს ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე ტოვებენ 4-5 ტოტს, რათა შეიქმნას კომპაქტური ვარჯი. ძირითადი ვარჯის შექმნის შემდეგ გასხვლის ჩატარება საჭირო არ არის, იგი ტარდება მხოლოდ დაზიანებული, გამხმარი ტოტების ან ზოგჯერ გამოშვერილი ტოტების გამოხშირვის მიზნით.

ახალგაზრდა ხურმის ბაღის რიგთაშორისები შეიძლება გამოყენებული იქნეს ბოსტნეული ან სხვა ერთწლიანი კულტურებისათვის.

ხურმის ბაღში ნიადაგი მუშავდება შემოდგომით 15-20 სმ სიღრმეზე, შტამბთან ახლო ზოლში კი 10 სმ სიღრმეზე. საუკეთესო შედეგს იძლევა ორგანული სასუქები- 30-40 კგ. თითოეულ ძირზე, ხოლო მინერალური სასუქებიდან თითოეულ ძირზე რეკომენდებულია: ამონიუმის სულფატი – 700-1000 გრ. სუპერფოსფატი 800-1200 გრ. კალიუმის მარილი300-400 გრ. ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები შესაძლებელია შეტანილი იქნას თებერვალში ნიადაგის დაბარვის პროცესში, ხოლო აზოტოვანი – მარტი-აპრილის თვეში.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები