21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიეკლესია-მონასტრებიხოშავანი – ქართული მონასტერი სომხეთში

ხოშავანი – ქართული მონასტერი სომხეთში

მონასტერი ხოშავანი ხრაშკაბერდის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძველი სომხეთის სათავადოს, სიუნიის ერთ ნაწილში, ვაიოც-ძორში ანუ “ქართველთა ველზე”, რომელიც სევანის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა.

ხოშავანი ხოშავანი ქართულად ითარგმნება, როგორც შეერთებული მონასტერი, რამეთუ სამ დიდ ეკლესიას ერთ ტერიტორიაზე აერთიანებს.

ვარდიკო არაბული (ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი):

“არქეოლოგ დიმიტრი ბაქრაძის მოკვლევით, გაერთიანებული მონასტერი ხოშავანი თანამედროვე რუკებზე არ მოიძებნება, ამიტომ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.

სომეხი ისტორიკოსი ხოშავანის მონასტრის გამაერთიანებელ რამდენიმე ეკლესიას ასახელებს: იოანე ნათლიმსცემლის სახელობის უგუმბათო ეკლესია, რომელიც 1041 წელს, ანისის მეფე ბაგრატიდების მეფობის, გაგიკ II –ის დროს არის აშენებული. დიდ ჯვრამდე შემკულია ქანდაკებებით. მეორე ეკლესია მაღალია, მკაფიოდ წაგრძელებული გუმბათიანი, გააჩნია ხუთი ტრაპეზის ქვა. ისტორიკოსი მარი ბროსე ეკლესიის გარეთ, სამხრეთის კედელზე აღნიშნავს არწივის სკულპტურულ გამოსახულებას.

შეერთებული მონასტრის წარწერებიდან ჩანს, რომ აქ მოიხსენიებოდა გაგიკ მეფე. წარწერები რომელ პერიოდს განეკუთვნება, არ არის ცნობილი. წარწერებში ჩამოთვლილია მონასტრის ქონება, რომელიც ტარსაიჭ ორბელიანმა შესწირა 1251 წელს. იქვე ყოფილა ტარსაიჭის წარწერა. ტარსაიჭი მოიხსენიება, როგორც ლიპარიტ დიდის შვილი და ძმა მისი სუმბატი – მეფედ, რომელიც გახლდათ პროვინციების მმართველი ბარკუშატიდან გარნამდე. “ჩვენი საზღვრები ვრცელდებოდა მდინარე არაქსამდე. ქრისტე ჩვენი იმედი”!

როგორც წარწერებიდან ჩანს, სიუნიის სათავადო ტარსაიჭ ორბელიანის ზედამხედველობის ქვეშ გახლდათ, იგი იმ სამთავროებს განაგებდა, რომელიც უწინ მხარგრძელების ხელში იყო.

როგორც ბარკუშატის წარწერებშია აღნიშნული და მარი ბროსეც ადასტურებს, ბარკუშატიდან გარნამდე ეკუთვნოდა ტარსაიჭს. ამჟამად ეს საზღვარი მოქცეულია ზანგეზურსა და მეგრს შორის ტერიტორიაზე, სადაც მდინარე ბაზარ-ჩაი უერთდება მდინარე არაქსს.

შეერთებული მონასტერი იგივე პერიოდს განეკუთვნება, რომელსაც ნორავანი და მასაც ტარსაიჭ ორბელიანი სწირავს ქონებას. დიდი ლიპარიტის შვილი და ძმა მეფე სუმბათისა. სუმბათს მეფედ იმიტომ მოიხსენიებენ, რომ ეს მამულები ჯერ მხარგრძელების მფლობელობაში იყო და შემდეგ ორბელიანების ხელში გადავიდა.

ორბელიანები ფლობდნენ თურქ-სელჩუკებისაგან განთავისუფლებულ სასომხეთის ტერიტორიას. მტერი მხარგრძელებმა და საქართველოს სამეფო კარმა განდევნა სომხეთიდან, ახლა ეს ქვეყანა მახვილით იყო აღებული და საქართველოს სამეფოს სამემკვიდრეოდ იწოდებოდა.

1177 წლის ორბელიანების აჯანყების შემდეგ განდევნილებიდან გადარჩა ლიპარიტ ორბელიანის ორი ვაჟი – ელიკუმი და ივანე.
წმიდა მეფე თამარის დროს საქართველოში დაბრუნებულა, თუ დაუბრუნებიათ ივანე ორბელიანი და ის ორბეთის მამულს დაუფლებია. მისგან წარმოსდგებიან ქართველი ორბელიანები.

ელიკუმ ორბელიანი ირანში დარჩენილა, მფლობელი გამხდარა ერჯაკის ციხისა და დაბა ჭაჰუკის, დაქორწინებულა ერთ-ერთ ჭაჰუკელი აზნაურის ქალიშვილზე. სტეფანოზ ორბელიანის ცნობით, ელიკუმ ორბელიანი ყოფილა სომხური შტოს დამფუძნებელი.

X საუკუნის 1-ელ ნახევარში ელიკუმის შვილს, დიდ ლიპარიტ ორბელიანს დაუარსებია ნორავანის მონასტერი. 1216 წელს ორბელიანები სწირავენ და ამდიდრებენ მონასტრებს. ქართველი მეფეებიც და სელჩუკთა სულთნებიც უმტკიცებენ, ამაგრებენ მათ ქონებას, ათავისუფლებენ ყოველნაირი ვალდებულებისგან.

ელიკუმ ორბელიანის შვილიშვილი სემბათი (სუმბათი) თავდადებულად ემსახურა მანგუს – ყაენს მონღოლეთისას და დედოფალ რუსუდანის ძეს დავით IV-ს (ნარინს). დააგროვა დიდი ქონება, უფრო მეტად – მისმა შთამომავლებმა. გარდაიცვალა 1273 წელს, უშვილოდ, მისი ადგილი დაიჭირა ძმამ – ტარსაიჭ ორბელიანმა.

ტარსაიჭ ორბელიანი დაუმარცხებელი მებრძოლი ყოფილა. ტარსაიჭმა სახელი გაითქვა, იგი უყვარდათ და აფასებდნენ როგორც მონღოლთა, ისე ქართველი მეფეები. დავით V-ის ძემ, წმიდა დემეტრე თავდადებულმა განადიდა პირველვეზირობამდე (ათაბაგობამდე). უბოძა სამფლობელოდ ანისი და ყარსი თბილისამდე. აღსაზრდელად მიაბარა საკუთარი შვილები – დავითი და მანუელი”.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

5 COMMENTS

  1. “ამბიონი” მაგრები ხართ…ეს ინფორმაცია ინტერნეტშიც კი არ მოიპოვება…წარმატებებს გისურვებთ!

  2. ძლიან საინტერესოა.ჩვენი ისტორია არ ვიცით. და აქეთ გვედავებიან საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ტაძრებს, მასინ როცა უამრავი ქართული ტაძარია სომხეთში. პირველ რიგში საკუთარი ისტორია უნდა ვიცოდეთ.დიდი მადლობა “ამბიონს”

  3. საინტერესოა, საიდან ამტკიცებთ, რომ ქართულია? არქიტექტურა ხომ აშკარად სომხურია? თუ არგუმენტად ის მოგაქვთ, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც საქართველოს ემორჩილებოდა, ეგრე ეჩმიაძინიც საქართველოს ფარგლებში შედიოდა,მაგრამ ეჩმიაძინი ქართულია? არც ორბელიანები გამოდგებიან არგუმენტად, რადგანაც ისინი ორბელიანთა სომხურ შტოს ეკუთვნოდნენ.კარგით რა,ყველაფერში სომხებს ნუ მივბაძავთ, რა მოგივიდათ?

  4. orbelianebi flobdnen turq-selchukebisagan gantavisuflebul somxetis teritorias. mteri mxargrdzelebma da saqartvelos samefo karma gandevna somxetidan. es qveyana maxvilit iyo agebuli da saqartvelos samefo samemkvidreod iwodeboda.

    ixilet statia “tates” monasdteri.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები