ხორბალოს ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.
იგი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა.

2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხორბალოს ეკლესიის რესტავრაცია განახორციელა;კერძოდ – მცენარეებისგან გაიწმინდა ეკლესიის ძლიერ დაზიანებული სახურავი; განახლდა და დაიფარა კრამიტით; ხელახლა აშენდა დანგრეული სამრეკლო და გადაიხურა აგურის კარვისებრი სახურავით.


შემსრულებელი: შპს “ხუროთმოძღვარი” რესტავრატორი: ნ.ბაკურაძე.
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
