მთავარიქრისტიანობა"ხომ გინდოდა მონასტერში წასვლა, აიღე ეს ფული და გაემგზავრე" - ნეტარი მატრონას...

“ხომ გინდოდა მონასტერში წასვლა, აიღე ეს ფული და გაემგზავრე” – ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაული

ნეტარი მატრონა მატრონას ესტუმრა ერთი ქალი, რომლსაც თურმე ძალიან უნდოდა მონასტერში სალოცავად წასვლა, მაგრამ საამისო ფული არ გააჩნდა. მატრონამ მისი აზრები მაშინვე წაიკითხა: „მონასტერში გინდა და ფული არა გაქვს? გექნება, გექნება.“ რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც უცნობმა ქალმა მატრონას ასი მანეთი მოუტანა. მან ეს ფული იმ ქალს მისცა და უთხრა: „ხომ გინდოდა მონასტერში წასვლა, აიღე ეს ფული და გაემგზავრე.“ ქალს ძალიან გაუხარდა. არც ელოდა ასე სწრაფად თუ შეუსრულდებოდა სურვილი. გაემგზავრა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი ფული აღარ ჰქონდა. შემდეგ ეს ქალი რომ ჩამოვიდა, გვიამბო, რომ კონტროლიორები ამოწმებდნენ ბილეთებს. როცა ამ ქალთან მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბილეთი არ ჰქონდა, უთხრეს: „ბილეთი არა გაქვს, ჩადი მატარებლიდან.“ ქალს გვერდით სამხედრო პირი ეჯდა. უცბად ამ კაცმა კონტროლიორებს მიმართა: „მე კორესპონდენტი ვარ. თუ ამ ქალს თავს არ დაანებებთ, მოსკოვში უმაღლეს ინსტანციებში გიჩივლებთ.“ ისინი მაშინვე შედრკნენ და ქალს შეეშვნენ. ჩამოსვლისთანავე ამ ქალმა მატრონას ნახვა და მადლობის გადახდა გადაწყვიტა. აიღო ჩანთა, ჩაალაგა ხახვი, კიტრი, კიდევ სხვა საჩუქრები და გაემგზავრა.

ჩვენ კი ამ დროს კერძს ვამზადებდით და ხახვი არ გვქონდა. მატრონა გვამშვიდებდა: „ახლავე, ახლავე, ოც წუთში ბაზარში წავალ და ხახვიც მექნება.“ ეს ქალი ზუსტად ოც წუთში მოვიდა და ხახვიც მოიტანა. მატრონა კმაყოფილი იყო: „აი, ხომ ხედავთ, ხახვი რა ჩქარა მოვიტანეო.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები