19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობახიბლის შესახებ

ხიბლის შესახებ

დეკანოზი დავით ციცქიშვილი: “ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ეკლესია ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღავართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.

შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.

როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.

ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.

ვფიქრობდი რა, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა. მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭირო იყო მეორე თვალის დათმობაც.

როგორც პირველ შემთსევაში, ეჭვი არც ახლა შემპარვია, რომ ღმერთი მართლაც ბოლომდე მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა ჩემგან, მაგრამ ძალა არ მეყო დამეთმო მეორე თვალიც. ამის გამო დავნაღვლიანდი და ადგილს ვეღარ ვპოულობდი.

ჩემი ეს მდგომარეობა ბერებმა შეამჩნიეს, ისიც დაინახეს, რომ შევწყვიტე მოძღვართან სიარული და დაჟინებით დამიწყეს თხოვნა, მივსულიყავი მასთან. თანდათან უფრო და უფრო ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში, ამიტომაც ყურად ვიღე მათი დარიგება და მოძღვართან წავედი.

დამინახა თუ არა მოძღვარმა, მითხრა:

ჩემთან რატომ არ მოდიხარ? ვინღა გარიგებს ახლა? ანგელოზი ხომ არ გეცხადება და აკეთებს ამას?

მისმა სიტყვებმა გამაოგნეს. შეამჩნია რა ჩემი შეშფოთება, მოძღვარმა განაგრძო. ეს თვალიც ანგელოზის რჩევით ხომ არ დაკარგე? აქ გონება გამეხსნა, ჩავწვდი საკუთარ ცდუნებას და ცრემლის ღვრით მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი.“

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები