პატერიკი
“მოხუცებულთა თავშესაფარში დასახმარებლად დადიოდა ერთი ბერი. იმდენად უბრალო, რომ ამაღლება, რომელსაც მონასტერი დღესასწაულობდა,
ეგონა ისეთივე დიდი წმიდანი, როგორიცაა წმინდა ბარბარე და სკვნილზე ლოცვის დროსაც ამბობდა: “წმიდაო ამაღლებაო, მეოხ გვეყავ ჩვენ!” ერთხელ თავშესაფარს ეწვია სნეულებით დაუძლურებული ძმა და რაკი არ აღმოაჩნდათ რამე მოსამაგრებელი საჭმელი, ბერი მწრაფლ დაეშვა სარდაფში, ზღვაზე გამავალი ფანჯრიდან გამოყო ხელები და ითხოვა: “წმიდაო ამაღლებაო, მომეცი ერთი თევზი ჩემი ძმისთვის” – და, აჰა, სასწაული! ხელებში ჩაუვარდა ზღვიდან ამომხტარი ერთი დიდი თევზი. ბერმა ისე ბუნებრივად მიიღო თევზი, თითქოს საკვირველი არაფერი მომხდარა და გახარებულმა მოუმზადა თევზი უძლურ ძმას მოსამაგრებლად.”
