მორწმუნე ადამიანი უხილავ კონტაქტში შედის წმიდანთან, რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ გზით ხატმა შეიძლება დიდი როლი იქონიოს ადამიანის სულიერი ცხოვრების განვითარებაში. ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება…
ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. იგი ახორციელებს სულიერ შემეცნებას ჩვენს ცხოვრებაში.
მართლმადიდებლურ ხატს გარკვეული სიმბოლიზმი და კანონიკა გააჩნია, მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში. წმ. წერილი ამბობს: “სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც” [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; “ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!” [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი, კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებასა და ქებას: “ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.”[ფს. 62:4] “ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი” [ფს. 62:6]. თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი, რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან, პატარაა..
ხატწერის კანონიკის შესახებ გვესაუბრება მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდერე გალდავა:
,,ხატის კანონიკურობა ნიშნავს ქრისტიანულ სახვით ხელოვნებას, რომელშიც უზუსტესად არის გადმოცემული ღვთის სიტყვა საღებავებით.
კანონიკა, ცალმხრივ, არის ის ზედმიწევნითი სიზუსტით გამოსახვა წმიდა წერილისა, რომელიც მაცხოვარმა მოიტანა სამყაროსთვის თავისი მხატვრული ფორმებითა და შინაარსით.
ხატი, ფრესკა, საერთოდ, სახვითი ხელოვნება საუკუნეების გამნმავლობაში ყალიბდებოდა. ეკლესიის ისტორია პროცესია ამ ერთი გრძელი გზისა…
ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან იხატებოდა კატაკომბები, ყველაზე ადრეული და შემორჩენილი, შემდეგ უკვე წყდება იმიტომ, რომ ხატმებრძოლეობამ იჩინა თავი.
პირველ კატაკომბებში არის აშკარად ძიება. ეს არის რომაულ – ბერძნული კულტურის მხატვრული ფორმებით გადმოცემული წმიდა წერილი, მაგრამ ფორმები, მხატვრული საშუალებები არის სუფთა რომაულ-ბერძნული კულტურის გამომხატველი, რადგან თვითონ სემიტებს მხატვრობა არ ჰქონდათ. ამიტომ ეს გავრცელდა რომაულ –ბერძნულ იმპერიაში, სადაც ცხოვრობდნენ მრავალი ერები, რომლებისთვისაც გამოსახვა ძალიან ადვილი იყო და ისინი ამის ძალიან კარგი ოსტატებიც იყვნენ.
შემდეგ უკვე ვითარდება, იხვეწება, განიცდის რენესანსს და ასევე, რა საკვირველია, როდესაც ბიზანტია ეცემა, მისი მხატვრული ფორმებიც ვერ არის იმ სიმაღლეზე, როგორც აღორძინების ხანაში იყო.
კანონიკა თავისთავად ორი მიმართულებისაა. ერთია თვითონ ხატის შინაარსი, რაც გადმოცემულია ხატში, ხოლო მეორე – მხატვრული ფორმები, რომლითაც ეს შინაარსი გადმოიცემა.
ქრისტიანულ ხატწერაში არის მკაცრად რეგლამენტირებული გარეგნული ფორმები, საშუალებები. ეს არ არის უბრალოდ დოგმა, ხატვის წესი, რომლითაც მიღმიური, ზეციური რეალობა შეიძლება გამოისახოს ღირსეული ფორმებით.
ყოველი ნიუანსი ხატწერაში, ფერი იქნება, ხაზი, განლაგება თუ ნებისმიერი დეტალი, არის ღრმა შინაარსის მატარებელი. მას აქვს საღვთისმეტყველო და ამაღლებული დატვირთვა სიზუსტის მხრივ, რადგან ხატი არის საღებავებით ამეტყველებული წმიდა წერილი.
ხატი – ეს არის ორ განზომილებაში შესრულებული ნამუშევარი. ეს ორი განზომილება აუცილებელია. არ შეიძლება იყოს პერსპექტივა კანონიკურ მხატვრობაში იმიტომ, რომ მას თავის საღვთისმეტყველო დატვირთვა და ღრმა შინაარსი აქვს.
ხატს უნდა გააჩნდეს ანალოგიები ძველ ხატებთან. ხატის გამოსახვის მეთოდი უნდა გახლდეთ სუფთა იკონოგრაფიული. არ უნდა იყოს რეალისტური, ეს არ გახლავთ რეალისტური მხატვრობა, რენესანსის ან ძველი ბერძნული ქანდაკებისა და მხატვრობის მსგავსი”.
როგორ გავარჩიოთ კანონიკური ჯვარცმა არაკანონიკურისგან?
ჯვარცმას თავისი სიმბოლოები აქვს. მაგალითად, მართლმადიდებლურ ჯვარცმაში მაცხოვარს მარჯვენა მხარეს უნდა ჰქონდეს თავი გადახრილი აუცილებლად, რაც ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს ავაზაკი ცხონდა და მაცხოვარი მისკენ არის გადახრილი, აუცილებელია, ფეხები გადაჯვარედინებული არ ჰქონდეს, არ უნდა ედგას ეკლიანი გვირგვინი.
თუ აღმოგვაჩნდება არაკანონიკური ჯვრები, ან ხატები, რა შეიძლება მოვუხერხოთ?
ვთქვათ, თუ ლამაზია, ან ფასეულია, მაგრამ რეალისტურია იერით და ევროპული ტიპისაა, ჯობს, რომ კათოლიკურ ტაძარს ვაჩუქოთ და მათ გამოიყენონ. მაგრამ თუ დაბალი ხარისხის ნამუშევარია, შეგვიძლია მდინარეს გავატანოთ, ან დავწვათ. დაწვა შეიძლება როგორც კანონიკური, ისე არაკანონიკური ხატისა. დაწვით არ შევბილწავთ ნამუშევარზე გამოსახულ ადამიანს. ერთსა და იმავე მოქმოდებას აქვს ხოლმე ორი მნიშვნელობა – რა გულით აკეთებ და რისთვის აკეთებ. მე თუ ვაკეთებ კეთილი გულით, ის იქნება აუცილებლად სიკეთე.
ხატწერა მაგდა სოლოღაშვილი
ქეთი ჭელიძე

გამარჯობა, ქალბატონო ქეთი! ეს არის ჩემი დაწერილი ხატი და მიხარია, რომ ამ სტატიაში მოხვდა.
დიდი ბედნიერება და სიხარული მოელის ყველას ვინც ხატს წერს.გაიხარე მაგდა.
სიკეთით ივლი აუცილებლად.
გაიხარე მაგდა და შეგეწიოს მათი მადლი.
გაიხარე მაგდა, შეგეწიოს უფალი.
უფალმა დაგლოცოთ! არაჩვეულებრივად საინტერესო დეტალებს გამაცანით! ქრისტე აღსდგა! :)
minda gavigo imis shesaxeb rom bavshvi iarsebebs meore mosvlisas
ცოტა ხნის წინ მეც დავწერე ხატი
ოღონდ ხეზე კიარ დავხატე ამოვკვეთე, მოძღვარმა კიმიკურთხა მაგრამ მაინც მაინტერესებს რამე ხომარ მაქვს დარღვეული შესრულებისას? ზუსტი ასლი გავაკეთე ერთი ხატის, იმიტომ, რომ კანონები არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ხეზე რამე სხვვა წესები ხომ არ უნდა დამეცვა? მადლობაა წინასწარ :)
აი ხატი https://www.facebook.com/photo.php?fbid=729777917148047&set=a.729779990481173.1073741833.100003475358395&type=3&theater