მთავარიქრისტიანობახატი - საეკლესიო ტერმინთა განმარტება

ხატი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

მაცხოვარი სიტყვა ხატი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

ქრისტიანობაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან წმინდანების ფერწერული და რელიეფური გამოსახულება. ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას. იგი ღმერთთან ურთიერთობის გზას წარმოადგენს. პირველი ხატი შექმნილია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს; ტილოზე, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება, რომელიც ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა.

ამის გარდა ცნობილია ლუკა მახარებლის პირველდახატული ღვთისმშობლის ხატი; მრავალი ხატი სასწაულთმოქმედია, ასეთებია: ივერიის ღვთისმშობლის ანუ „პორტაიტისა“, „სამხელიანი ღვთისმშობელი“ და სხვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები