12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაწმინდანთა სხეულების აღმოყვანების წესზე

წმინდანთა სხეულების აღმოყვანების წესზე

წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ რატომ იხსნება წმინდანთა საფლავები და როგორია წმინდანთა სხეულების აღმოყვანების წესი, გვესაუბრება მღვდელი ილია ჭიღლაძე:

“წმინდანთა სხეულების თაყვანისცემა, ანუ პატივისცემა პირველი საუკუნიდანვე იღებს სათავეს. წმ მამა გაბრიელი მათი სხეულები სიწმინდეშემოსილია, საღმრთო მადლმოსილებით მრავალ საკვირველებასა და კურნებას აღსრულებენ.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველი საუკუნეებიდანვე დაიწყო მათი აღმოყვანება, მათთან ფიზიკური მიახლების მიზნით. მრავალი წმინდანის სხეული უხრწნელია, ე.ი. არ მომხდარა მათი სხეულების ძვლად ქცევა, მაგრამ რიგი წმინდანების სხეულები მხოლოდ ძვლების სახითაა.

უხრწნელობა არაა აუცილებელი ფაქტორი წმინდანობისათვის.

წმინდანათა სხეულების აღმოყვანება და ლუსკუმაში დაბრძანება საერთო მართლმადიდებლური წესია, მხოლოდ საქართველოში კი ეს ტრადიცია ფართოდ არ გავრცელებულა. ისტორიული გამონაკლისია წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავართა აღმოყავენებული წმინდა ნაწილები მოწამეთას მონასტერში, წმ. შიო მღვიმელი და წმ. ქეთევან დედოფალი. ბერძნულ და რუსულ საეკლესიო სივრცეში, ასევე სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში კი ეს ტრადიცია საყოველთაო ხასიათისაა.

ის წმინდანები, რომელთა სხეულები ძვლად ქცეულია (ან ნაწილობრივ უხრწნელია და დაიშალა ამის გამო), შეიძლება განაწილებულ იქნეს, რათა წმინდანის კურთხევა (ევლოგია) სხვადასხვა ადგილს, უფრო სწორად კი, სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მორწმუნეებს მოეფინოს (ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წმ. გიორგის ნაწილები).”

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები