22 ივლისი 2024, ორშაბათი
მთავარიქრისტიანობაწმინდა სერაფიმე საროველი

წმინდა სერაფიმე საროველი

ხსენება – ახალი სტილით 15 იანვარი

სერაფიმე საროველიმართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდანი ღირსი სერაფიმე საროველი, ერობაში პროხორე მოშნინი, დაიბადა 1754 წლის 19 ივლისს, ქ. კურსკში.

მისი მამა ღვთისმოსავი ვაჭარი, შრომისმოყვარე ისიდორე მოშნინი, აშენებდა ტაძრებს. იგი მტკიცე რწმენით და და ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა, დედა ჭეშმარიტი მხევალი ღვთისა, აღათია, რომელიც მეუღლესთან ერთად იღწვოდა ტაძრების აღმშენებლობის საქმეში, ღატაკებისა და ქვრივ-ობლების დიდი დამხმარე იყო.

პროხორეს მამა ადრე გარდაეცვალა და მცირეწლოვანი ყმა დედის აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მას უფლისა და ღვთისმშობლის მფარველობა ბავშვობიდანვე არ აკლდა. პირველი სასწაული პროხორეს მიმართ 7 წლის ასაკში აღსრულდა: ყმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა მაგრამ სრულიად უვნებელი გადარჩა, მეორე და უდიდესი სასწაული უკვე 10 წლის ასაკში აღესრულა, როცა პროხორე მძიმედ დაავადდა დედას მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვაჟმა მას უამბო, რომ ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმსობელი გამოეცხადა და განკურნებას შეჰპირდა.

მართლაც, მალე, მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ დასტაცა ხელი ავადმყოფ შვილს და ღვთისმშობელს მიუახლა, რის შემდეგაც მან სწარაფად დაიწყო მომჯობინება.
ამის შემდეგ მასში უიშვიათესმა ნიჭმა, ნათელმა გონებამ, განსაკუთრებულმა მეხსიერებამ და საქმისადმი უაღრესმა გულმოდგინებამ იჩინა თავი.

ეს თვისებები მას სიკვდილამდე შემორჩა. რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერს სწრაფად და მტკიცედ ითვისებდა. პროხორეს ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთის მსახურებაზე დასწრება, წმიდა წერილის და წმიდანთა ცხოვრების კითზვა, მაგრამ ყველაზე უფრო. განმარტოებული ლოცვა იზიდავდა.

ღვთისმოსავმა აღათიამ ადრევე შენიშნა წმინდანის მისწრაფებანი. იგი ვაჟიშვილზე აღსრულებულ ღვთისმიერ სასწაულებსაც ვერ უგულებელყოფდა. პროხორეს ამჩნევდა გულითად ლოცვას, წუთისოფლისგან განდგომის სურვილსა და მიწიერი საზრუნავისადმი გულგრილობას. დედის გული უკვე მომზადებული იყო მსხვერპლის გასაღებად, როდესაც სიმწიფეში შესულმა პროხორემ სანუკვარი ჩანაფიქრი გაუმჟღავნა დედას. პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმინდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე საჩინოდ ატარებდა.

პროხორემ მალე დატოვა თავისი მშობლიური კერა და თავის ხუთ თანამოძმესთან ერთად, რუსული მიწის გულისკენ, ღვთივხსნილი კიევისაკენ ფეხით გაემართა. მათ მშვიდობიდ ჩააღწიეს კიევამდე. გზად მიმავალნი ღვთისმშობლის მიმართ ლოცულობდნენ, წმინდა ნაწილებს ემთხვეოდნენ და სიწმინდეებს მოილოცავდნენ.
ახალი ცხოვრების გზაზე შემდგარნი გამოცდილ ბერს ეძებდნენ რათა რჩევა დარიგება მიეღოთ მისგან. სწორედ ასეთი ბერი იყო კიევიდან მოშორებით კიტაევოს სავანეში მოღვაწე, სქემ – მონაზონი დოსითე. ბერმა მაშინვე განჭვრიტა მასში ღვთის მადლი, და საროვის სავანეში წასასვლელად აკურთხა. შინ დაბრუნებული ღვთოისმოყვარე ყმაწვილი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას, ნათესავებს, და ორ თანამოძმესთან ერთად პროხორე წავიდა საროვში.

1778 წლის 3 დეკემბერს, საღამოს ბინდში სამი ახალგაზრდა მლოცველი მიადგა საროვის ჭიშკარსა და აი, ახდა მათი სანუკვარი ნატვრა. უფლის მაძიებლებმა მყუდრო ნავსაყუდელი ჰპოვეს. სადაც მამა პახომი, წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.

ახალი მორჩილი პროხორე ყოველთვის დიდი მოღჩილებით გამოირჩეოდა, ყოველივეს სრულყოფილად გულმოდგინედ ასრულებდა. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისგან, რომელიც, როგორც შემდგომში აღნიშნავდა ყველაზე საშიში საცდურია.

წმინდა სერაფიმე, უფრო მეტად, რომ განწმენდილიყო ხორციელი ვნებებისგან, უფალმა ბერობის დასაწყისშივე მოუვლინა სენი, მონასტერში მისვლიდან ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა, სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა და მან მამა პახომს თვინიერად მიუგო: “ჩემი თავი წმინდა მამაო, სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მივანდე”, თქვა მან და ზიარება ითხოვა. ბერმა იოსებმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა, ახსარება ჩაიბარა და აზიარა. ამის შემდეგ პროხორე მალე გამოჯანმრთელდა.

იგი ყველას უამბობდა, თუ როგორ გამოეცხადა წმინდა ზიარების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ღვთისმშობელი იოანე ღვთისმეტყველისაკენ შებრუნდა სნეულზე მიუთითა და განაცხადა: “ესე შენი მოდგმისა არს”, ე.ი ზეციურიაო.

წმინდა საროვის უდაბნოში 8 წლიანი მორჩილების შემდეგ 1786 წლის 13 (26) აგვისტოს, მარხვის დასასსრულს, იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად აღკვეცა. მას სახელად სერაფიმე ეწოდა იგი ებრაულად “ცეცხლოვანს”, ძვ. ქართულად კი “ცეცხლებ დამწველნი ნიშნავს”. ეს სახელი მართლაც რომ შეეფერებოდა მის მგზნებარე სიყვარულს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ურთიერთობებში ბერი მუდამ გულთბილი და ალერსიანი იყო.
მას გულისთქმაშიც არ უდარდია ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომა “ვითარცა მწიფე ნაყოფი, ისე მიეცა ხელთ უფალს”. შემდეგ სერაფიმე მსახურობდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვრთო ხილვების ღირსი, მამა სერაფიმე წირვა ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმინდა მამა, თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს საღმრთო ლიტურგიაზე, ამ ხილვის შემდეგ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

1793 წლის 15 სექტემბერს ღვთის სიტყვით ანთებული მამა სერაფიმე უდაბნოში განმარტოების სურვილით აენთო. და განდეგილობა გადაწყვიტა. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წმინდანს მეუდაბნოებაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრიდან ხუთი ვერსის მოშორებით, მდინარე საროვოს ნაპირზე, უდაბურ ფიჭვნარში ამაღლებულ ბორცვზე ერთოთახიან ხის სენაკში დასახლდა.მთელი კვირის განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის წინ მიდიოდა სავანეში. ლიტურგიის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. აგრეთვე, კითხულობდა წმინდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ შეისწავლა მრავალი საგალობელი და ტყეში მუშაობის დროს ზეპირად გალობით აღავლენდა ლოცვებს. მან იქვე პატარა ბოსტანიც მოაწყო, ფუტკარიც მოაშენა და თავის ლუკმა- პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა.

ბერი სერაფიმე ძალიან ცოტეს ჭამდა, საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირას შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმინდა სერაფიმესთან რჩევის და ლოცვა-კურთხევისთვის მოდიოდნენ როგორც მონასტრის ძმები, ისე ერისკაცებიც.

მამა სერაფიმე აპურებდა ცხოველებს, არსებობს გადმოცემა, რომ მის სენაკთან, ისევე როგორც წმინდა ვლასთან, ღამღამობით სხვადასხვა ცხოველები და გველები მოდიოდნენ, იგი გამოვიდოდა მათთან და თავისი მწირი სუფრიდან კვებავდა მათ. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.
წმინდა სერაფიმეს ებრძვოდა ეშმაკი: ჯერ ეცადა დაეფრთხო იგი, შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ამიტომ ღირსმა მამამ უფრო გაამკაცრა ლოცვა. იგი ყოველ ღამით ტყეში ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა. დღისით კი კელიაში აგრძელებდა ლოცვს, სადაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. უდაბნოში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ 1804 წლის 12 სექტემბერს, ერთხელ , როდესაც მამა სერაფიმე ტყეში შეშას ჩეხავდა, მასთან სამი უცნობი გლეხი მივიდა და ფულის გამოძალვა დაუწყეს. ბერმა უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა მაგრამ მათ არ დაუჯერეს და თავს დაესხნენ. მამა სერაფიმე ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო, თანაც ნაჯახი ეჭირა და თავის დაცვაც შეეძლო. როგორც შემდგომში იხსენებს, ამ აზრმა თავში გაუელვა, მაგრამ უმალვე მაცხოვრის სიტყვები გაახსენდა და “ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ”. წმინდა მოწამემ მშვიდად დაუშვა ნაჯახი და უთხრა: “რაც გინდათ ის მიყავით”. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ სენაკისკენ გაათრიეს, ხელები შეუკრეს და სენაკის ჩხრეკას მიჰყვნენ. ცოტა ხანში მოულოდნელად ყაჩაღები შიშმა აიტანა და შეძრწუნებულნი გაიქცნენ. სერაფიმე ღვთისმშობელმა თავისი გამოცხადებით განკურნა ჭრილობებისგან.
1807 წელს იღუმენი ისაია გარდაიცვალა, მამა სერაფიმე შემდეგ ახალ ღვაწლს სრულ მდუმარებას ირჩევს. იგი მნახველებთან საერთოდ აღარ გამოდიოდა. თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმინდანმა სამი წელიწადი, კვირის წირვაზეც კი არ მიდიოდა სავანეში. 1825 წლის 25 მოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისკენ და ამ დღის შემდეგ მისი კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისთვის.

იგი ლოცვებით კურნავდა ადამიანებს. წმინდა სერაფიმე განსაკუთრებულად ზრუნავდა დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

საოცარი იყო ღირსი სერაფიმეს ცხოვრება და საკვირველი იყო მისი აღსასრული.

უკანასკნელ წელს ბერი ძალიან დასუსტდა. სისუსტის გამო ღირსი მამა იშვიათად დამოდიოდა მონასტრიდან, ხალხსაც ნაკლებად იღებდა. ხშირად იკეტებოდა ეს მას ეხმარებოდა სხვა ცხოვრებაში გადასასვლელ მზადებაში. მას ხშირად ხედავდნენ სენაკის შესასვლელში. იქ წმინდა ბერი დიდხანს იჯდა კუბოზე, რომელიც თავისთვის შეამზადებინა, ღირსმა მამამ ითხოვა მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ. მის მიერ წინასწარ მინიშნებულ ადგილას.

მამა სერაფიმემ განჭვრიტა თავისი აღსასრულის მოახლოება და სულიერ შვილებთან განშორებისთვის იწყო მზადება. ხშირად აფრთხილებდა მნახველებს: “ჩვენ აწი ვეღარ შევხვდებით”. დედა პარასკევას ეუბნებოდა: “ამიერიდან მარტო იცხოვრეთ, გტოვებთ!”

1833 წლის 14 იანვარის დილას იგი უკანასკნელად მივიდა ეკლესიაში. იგი უჩვეულოდ იქცეოდა, ყველა ხატთან სანთელი დაანთო და ემთხვია. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია. ისეთნაირად “ემშვიდობებოდა”, უფრო ზუსტად კი ემზადებოდა წმინდანებთან შესახვედრად.

ყველა ხვდებოდა, რომ ჩვეულებრივი ბერი კი არა, სრულიად მართლმადიდებლურ რუსეთში აღიარებული ღვთის წმინდანი ტოვებდა მათ.

15 იანვარის, დილის ექვსი საათისთვის წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო, წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა, “სანამ ცოცხალი ვარ ჩემს კელიაში ცეცხლი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება”.

როდესაც კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებს და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა. მამა სერაფიმე კი მცირე ანალოგიის წინ ლოცვაში მუხლებმოყრილი იხილეს, მის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მოალერსე” იდგა.

წმინდანის ნაწილები რვა დღის მანძილზე ტაძარში იყო დასვენებული. შემდეგ იგი მისივე არჩეულ ადგილზე მიაბარეს მიწას. სადაც განისვენებდა 70 წლის მანძილზე, 1903 წლამდე.

მამა სერაფიმემ სასწაულის ძალით სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც უამრავი ადამიანი განკურნა დამბლისგან, სიბრმავისგან და სხვა სნეულებებებისგან.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

24 COMMENTS

  1. წმინდა სერაპიმ საროველის ხატტან მიახლოვების დროს,როდესაც უნდა ვემტხვიო,განსაკუtულ დზალას ვგრზდნობ და სიხარული მეუპლება,დზალიან მიყვარს ეს წმინდანი.გმადლობტ ,რომ მოგვაწოდეტ მის Hშესახებ ცნობები.ყველას შეგვეწიოს სერაპიმ საროველის ლოვვაკურტხევა

  2. მამა ვიტალი სიდორენკოზეც დადეთ რამე სტატია.. :)

  3. გმადლობთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ

  4. უბრალოდ სიტყვებიც კი არ მყოფნის რა უნდა ვთქვა. ერთი თხოვნა მაქვს თუ შეგიძლიათ უფრო მეტი ამოაქვეყნოტ წმინდა სსერაფიმეს შესახებ რადგან საინტერესოა

  5. mama serapime chemtvis metad sakvareli da axlobelia.misi xsenebis dros didi sitboti da sikvarulit mevseba guli.vxvdebi rom igi uxilavad koveli mlocvelis gverditaa.upalma misi locvit shegvickalos chven.codvilebi…

  6. ღირსი მამა სერაფიმ საროველი შეწეოდეს ჭეშმარიტების მაძიებელ ყველა ქართველს და ჩვენ დედა ეკლესიას!—,,ღირსო მამაო,სერაფიმ საროველო,ევედრე ღმერთსა ჩვენთვის”!!!

  7. ძალიან კარგი სტატიაა,მადლობის მეტი რა მეთქმის.ყოფილიყოს ჩვენი მეოხი,ეს უდიდესი წმინდანი…

  8. განსაკუთრებულად მიყვარს სერაფიმე საროველი და მოულოდნელი სიხარული….

  9. დიდად გმადლობთ მოწოდებული ცნობებისათვის
    ღმემრთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

  10. გაიხარეთ! ვულოცავ საქართველოს, ქართველ ხალხს და ყველა მართმადიდებელს! სეგეწიოთ წმიდა სერაფიმე საროველი! სავადმყოფოში მყავდა შვილი და ვნატრობდი წმიდა სერაფიმე საროვლის ხატი შემეძინა.იქ მობრძანდა,ავადმყოფის სანახავად ჩემთვის უცნობი, მორჩილი ქალბატონი, რომელსაც შვილი ბერი ყავდა.სავდმყოფოდან გამოსული დავემგზავრე მას. მან ჩანთა გახსნა და მაწვდის ხატს საჩუქრად. ხატს, რომ დავხედე ჩეს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.თავისით მობრძანდა წმიდა სერაფიმე საროველის ხატი ჩემთან.საზღვარგარეთ წავიყვანე ბავშვი და სხვა ხატებთან ერთად ის ხატიც წავაბრძანე. მძიმე ავადმყოფობისგან ბავშვი,რომ განიკურნა ხატი ვერსად ვერ ვიპოვე სად არ ვეძებე, ყველა ხატი თავის ადგილზე ებრძანა და წმიდა სერაფიმეს ხატი არ იყო. თუ არა და, დილისა და საღამოს ლოცვების სჰემდეგ ვეაბორებოდი ხატებს და ყველა თავის ადგილზე იყო დაბრძანებული.ზალიან განვიცდიდი.მაგრამ,ერთ დღეს ის ისევ დაბრუნდა ჩემთან ერთმა მეგობარმა მედავითნემ მაჩუქა მისი ხატი. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, ვერ შეიძინაო ტაძარში,უბრალო მიზეზის გამო მე ოჯახით მომიწია დარჩენა საზღვარგარეთ, აქ იმ დროს ასე იოლი არ იყო.დღეს მადლობა უფალს და მადლობა ჩვენს პატრიარქს და იმ მოძღვართ, რომლებიც აქ ჩამობრძანდნენ და ქართული წირვა ლოცვის ღირსი გავხვდით ცხოვრება გაგვიიოლდა.ღმერთმა გააზლიეროს და გაამრავლოს ქარველი ხალხი. შეგეწიოთ წმიდა სერაფიმე საროველი.!

  11. ძაან დამეხმარა, ყველას წმინდა სერაფიმე საროველის მადლი გფარავდეთ

  12. თუ ვინმემ იცის, გთხოვთ მიპასუხოთ საქართველოში არის თუ არა წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესია

    • ბორჯომში არის სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

    • locva girsisa mamisa chuenisa serafim sarovelisa mimart

      hoi, girso mamao serafime, agavline chuentvis, monata gutisatvis (saxelebi), ketil-zali locvai sheni cinashe uflisa zaltaisa, rata mogumadlos chuen kovelive raica ketil-sahmar ars cxourebisa chuenisatvis da koveli sargebeli cxovnebisa sulisa chuenisatvs;rata dagviparos chuen codvata shina dacemisagan da cheshmariti sinanuli gvascaos chuen; rata daubrkolebelad shevidet chuen saukunesa sasupevelsa catasa, sadaca ac shen daushretelita didebita hbrckinav, da munve kovelta cmidata tana cxovels-mkopelsa samebasa vugalobdet, ukuniti ukunisamde. amin

  13. ქრისტე აღსდგა!
    შეეწიოს წმინდა სერაფიმე საროველი სრულიად საქართველოს!

  14. ბორჯომის მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ატარებს ამ უდიდესი წმინდანის სახელს,იქ არის მისი სახელობის ტაძარი და სავანე. ასევე დედოფლისწყაროშია ტაძარი.კარგი იქნება თუ მრევლის თხოვნით და საპატრიარქოს თანადგომი თბილისშიც აშენდება ამ უსაყვარლესი მფარველის სახელზე ტაძარი და მონასტერი…ასევე კარგი იქნება,თუ დაწერთ 2008 წლის ომის დროს წმ. სერაფიმესთან დაკავშირებული სასწაულთქმედების შესახებ,მკითხველმა გაიგოს,რომ მორწმუნე ერს დღესაც გვერდში უდგას.

  15. Mara

    150 her unda tqva locva gvtismshobelo qalwulo gixaroden.yoveli 10 is win mamao chveno. Any dawyebisas mamao chveno mere 10 jer gvtismshobelo qalwulo da unda gamogivides 150 gvtismshobelo qalwulo da shesabamisad 15 mamao chveno

  16. გთხოვთ მომწერეთ როგორ უნდა მივიდე წმინდა სერაფიმის საროველის წმინდა ადგილას ბორჯომში ჩემს მეილზე თუ არ შეწუხდებით.
    nona.wiklauri777@gmail.com შეგეწიოთ ყველას

  17. ამჟამად მამა სერაფიმის საფლავი სად არისს? ზოგაგნ მოსკოვი წერია ზოგგან ბორჯომი და ასე შემდეგ :)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები