მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა სალომე მენელსაცხებლე (I)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2023 | 311 ნახვა

მეუღლე ზებედესი და დედა წმინდათა მოციქულთა, იაკობისა და იოანესი, წმინდა სალომე წარმოშობით გალილეადან იყო და ღვთისმშობლის ნათესავი გახლდათ. იგი შეუერთდა მ დედათა კრებულს რომლებიც მაცხოვარს მუდამ თან ახლდნენ და ემსახურებოდნენ.

როცა იერუსალიმისკენ მიმავალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს თავის მომავალ ჯვარცმაზე და მკვდრეთით აღდგომაზე ესაუბრებოდა, მასთნ მივიდა სალომე თავის ორ ვაჟთან ერთად და მათთვის განსაკუთრებული წყალობა სთხოვა. მაცხოვარმა ჰკითხა:

რა გსურს?

ხოლო სალომემ მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.

იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.

ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.

ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.

მაშინ იესომ მიიხმო მოციქულები და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. . ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.

ცნობილია, რომ სალომე ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმასა და საფლავად დადებას, მესამე დღეს კი სხვა მენელსაცხებლე დედებს ახლდა, რათა ნელსაცხებელი ეცხო უფლის სხეულისთვის.

ქრისტიანთა დევნამ დიდი ტკივილი მოუტანა ნეტარ დედას. იროდის ბრძანებით, სალომეს უფროს ვაჟს – იაკობ მოციქულს, თავი მოჰკვეთეს. თავად წმინდა სალომემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ტროპარი

მენელსაცხებლე დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ჴმა-ვჰყოთ, ვითარმედ აღდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენი მიაგებე და გოდებაჲ პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ჴმობდეს: მჴსნელი ჩუენი აღდგა საფლავისაგან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი