მთავარიქრისტიანობა"ასე დაისაჯა მკრეხელობა!" - წმიდა ბარბარეს სასწაული

“ასე დაისაჯა მკრეხელობა!” – წმიდა ბარბარეს სასწაული

ზლატოვერხის წმიდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი თეოდოსი (საფანოვიჩი) იგონებს: “ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. წმინდა ბარბარე მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე – შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა!

დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები