წმ.ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით.
გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯებით. იგი ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა. დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში.
ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე ტარდებოდა. ავჭალის მოსახლეობაში დღესაც შეხვდებით მოხუცებს, რომლებსაც ახსოვთ აქ შესრულებული წირვა-ლოცვები. ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი ყოფილა, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონია გახსნილი.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც ეკლესია-მონასტრების უმეტესობას, ამ ტაძარსაც შეუწყვეტავს ფუნქციონირება. იგი ჯერ – საწყობად, შემდეგ – კინოთეატრად,ბოლოს კი – ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ. XX საუკუნის ბოლოს,როცა ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, ტაძრის შენობა საპატრიარქოს გადაეცა. 1997 წელს ახლადნაკურთხი მღვდელი გიორგი რაზმაძე მორწმუნე მრევლთან ერთად შეუდგა ტაძრის აღმშენებლობას. მამა გიორგის მონათხრობით ვიგებთ,რომ ტაძრის გუმბათი სულ ჩამონგრეული იყო და მხოლოდ კედლებიღა გახლდათ დარჩენილი. ეკლესიის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა გიორგი რაზმაძეს. იდეა,რომ ტაძარი ყოფილიყო ქეთევან დედოფლის სახელობის, სწორედ მას ეკუთვნის.

1998 წელს, ჯვრისთაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ტაძარი რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ამ დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს.
ტაძარი თავისი არქიტექტურით ჯვარ-გუმბათოვანია. მისმა არქიტექტურამ შემდგომში გარკვეული ცვლილებები განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაძრის ტერიტორიაზე ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული და მრევლი მას მოწიწებით ემთხვევა. ტაძარში დაბრძანებულია აგრეთვე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლი,რომელსაც დღესაც სდის მირონი. ეს სასწაული 1991 წლის 31 დეკემბერს ღამისთევის მსახურებაზე დაიწყო.
ტაძრის ეზოში აშენდა სამი მღვდელმთავრის: წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ.იოანე ოქროპირისა და წმ.ბასილი დიდის სახელობის მცირე ტაძარი სამრეკლოთი. შემდეგ წმ.სერაფიმ საროველის სახელობის მცირე ტაძარი სატრაპეზოთი და წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის მცირე ტაძარი მოაშენეს მარცხენა მხარეს.
ღვთის შეწევნითა და მორწმუნე მრევლის დახმარებით, ეკლესიას წინ მიაშენეს მცირე ზომის ნაგებობა( სტოვა).2008 წლის ზაფხულში კი ეკლესიას ორივე გვერდიდან მიაშენეს ორი შენობა:ჩრდილოეთით – სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია,ხოლო სამხრეთით – სტოვა. ეს განაპირობა მრევლის სიმრავლემ.
ტაძარში ინახება უდიდესი სიწმიდეები: ანალოღიაზე დაბრძანებულია ხატი წმ.ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილით, ქვის ყუთის ნაწილი,სადაც ინახებოდა წმიდანის ნაწილები ინდოეთის ქალაქ გოაში,ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის პატარა ნაწილი,წმ.იოანე ნათლისმცემლის ხერხემლისა და წმ.გიორგის კისრის ნაწილები და კიდევ ბევრი სხვა სიწმიდე.
მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა

ამ დიდებულ ტაძარში სხვა უამრავ სიწმინდესთან ერთად დაბრძანებულია პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის მეოხებით მრავალი სნეული განიკურნა. ხატი განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებებით შეპყრობილი ადამიანების მფარველი და მკურნალია. ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 14 საათზე მამა გიორგი აღავლენს ჯანმრთელობის პარაკლისს, რომელსაც მრავალი მომლოცველი ესწრება. ამ ხატის სახელზე ზაჰესის დასახლებაში დედათა მონასტერი შენდება.
პანტანასას ღვთისმშობელმა დაგლოცოთ!
მადლობა თამარ! გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ქინძარაულის ქუჩაზეც მდებარეობს წმ ქეთევანის სახელობის ტაძარი..წინამძღვარია მამა შოთა ბაბლიძე..პანტანასას პარაკლისი კი ჩვენ ტაძარში ყოველ კვირაა 5 საათზე..ღმერთმა გაგახაროთ:)
უკაცრავად საათი შემეშალა:)) 4 სთ ზეა:))
პირველი აღსარება, პირველი ზიარება… როგორ მენატრება მამა გიორგი… სხვათაშორის, ამ ტაძარში ერთხელ ღამისთევისას ღვთიშობელი გამოისახა(აღბეჭდილია სურათებზე). შეგეწიოთ ყველას!
rogor miyvars cmida qetevanis tadzarshi misvla da mama giorgis saocari da tbili qadagebebi.litoniobas xshirad mivdiodi am tadzarshi…….saocrebaa.