მთავარიეკლესია-მონასტრებიწმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩხეიძის ქუჩაზე)

წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩხეიძის ქუჩაზე)

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი XIX ს-ის შუა პერიოდს განეკუთვნება.

ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა. მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.

1989 წელს ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, რის შემდეგაც ფუნქციონირება დაიწყო.

ტაძარი მოხატულია მხატვრების – ირაკლი ცინცაძისა და გიორგი ტეტენაშვილის მიერ.
ხატწერა
ფრესკებზე ასახულია საუფლო დღესასწაულები, წმ. ნინოს ცხოვრების ეპიზოდები, ასურელ და მთაწმინდელ მამათა, ქართველთა მეფეთა, მოციქულთა და მოწამეთა ხატები.

ყოველ ხუთშაბათს ორ საათზე ტაძარში წმიდა ნინოს პარაკლისი აღევლინება.

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი წმიდა ნინოს ეკლესიაში 1991 წლიდან მსახურობს. სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა ტაძრის აღდგენა.

წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ისტორიას “ამბიონს” თავად მამა რევაზი უამბობს:

მამა რევაზი ოთარაშვილი“უპირველეს ყოვლისა, ვიდრე ტაძრის აღდგენის შესახებ მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ მანამადე ამ ეკლესიაში ხალხი ცხოვრობდა და კარ-ფანჯრების სიმრავლის გამო ტაძარი, თავისთავად ცხადია, შესუსტებული იყო.

მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დროს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ ბევრი ტაძარი იყო დახურული. მათ სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.

ტაძარში მცხოვრები ხალხი სულიერად იტანჯებოდა,…რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანი დაიტანჯება, თუ კი ტაძარში იცხოვრებს. უფალმა მიუტევოს ეს ყოველივე მათ. ძნელი სათქმელია, მიუძღვით თუ არა ბრალი ამ ყოველივეში. მადლობა უფალს, რომ, ღვთის წყალობით, ყველაფერი მოწესრიგდა.

1990 წლიდან ღვთის მადლითა და კარგი ადამიანების დახმარებით ნელ-ნელა დავიწყეთ მშენებლობა, მოპირკეთება.…

წმ.ნინოს ტაძარიროდესაც პატრიარქმა ნახა ტაძრის ფოტოები, თუ რა მდგომარეობაში იყო ეკლესია აღდგენამდე, თავადვე მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ფოტოებს გავაკეთებდი, როგორც სტენდს და ასეც მოვიქეცი.…
ტაძარში მომსვლელთ შეუძლიათ ნახონ, რა ვითარებაში გახლდათ ტაძარი უწინ და ახლა.

ამ ტაძრის უკან ცხოვრობდა 80 წლის კაცი. ის ამბობდა, რომ ეს ეკლესია ქართველების აშენებული იყო და ქართული წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მისი თქმით, ტაძარი XIX ს-ის შუა პერიოდს განეკუთვნება, რაც ბაბუისგან ახსოვდა.

აღსანიშნავია, რომ უბანს, სადაც წმიდა ნინოს სახელობის ტაძარია აშენებული, მექოთნეთა უბანი ერქვა და რამდენიმე მოსახლე ცხოვრობდა..

როდესაც ამ ტაძარში მოვედი, ფაქტობრივად, მიწით იყო დაფარული. ნაგებობას ფიცრული იატაკი ჰქონდა და მთლიანად ფიცრული ტაძარი გახლდათ.

 ტაძარიმახსოვს უწმინდესის სტუმრობა 1991 წლის 27 იანვარს. ნინოობის წინ აწ განსვენებულმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა ტაძარი. მეორე დღეს, როდესაც პატრიარქი მობრძანდა, ნახა, რომ აქ ყველაფერი ფიცრული იყო. მან მითხრა, იქნებ რამე მოგვეხერხებინა ფიცრული ეკლესიისთვის, რადგან მეტად არასასიამოვნო მდგომარეობაში გახლდათ ტაძარი.

ეკლესიის შიდა მოპირკეთება უკვე შემდგომში მოხდა, რაც დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. და მართლაც, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით ეტაპობრივად ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ღვთის ნებით, უამრავი კეთილი ადამიანის ხელშეწყობით თითქმის უკვე მოგვარებულია ტაძარში ყველაფერი.

ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ამ კეთილ საქმეში, გამიჭირდება ყოველი მათგანის გახსენება.…

ღმერთმა ყველა დალოცოს, ჯანმრთელად ამყოფოს. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ, ვინც ამ ღვთისათვის სათნო საქმეში მიიღო მონაწილეობა.

ზოგადად, საქართველოში ტაძრების აღდგენისა და მშენებლობისკენ სწრაფვა მანიშნებელია ჩვენი ერის სულიერი მოთხოვნილებისა რელიგიისადმი, ჭეშმარიტების შეცნობის, ცხონების გზისადმი. …
მადლობა უფალს ამისთვის”.…

ქეთი ჭელიძე

16 COMMENTS

  1. მამა რევაზს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ტაძრის აღმშენებლობაში.დღეს ეს ტაძარი თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარია, ეზო კი ედემის ბაღს გავს.ტაძარს ძალიან შეკრული მრევლი ყავს,რაშიც დიდი დამსახურება მამა რევაზს მიუძღვის.ის ნამდვილი მწყემსი კეთილია.თვითოეული მრევლის მხარში მდგომი.ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი და მისი წინამძღვარი მამა რევაზი.

  2. კარგი იქნება თბილისში არსებული ყველა ეკლესიების, მათ შორის ახალ აშენებული ეკლესიების შესახებ მცირე ანოტაციები რომ გამოაქვეყნოთ თქვენს საიტზე.

  3. წმინდა ნინოს ტაძარი ის ადგილია სადაც გადარეული და აჩქარებული ცხოვრებიდან გამოღწეული სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ.მამა რევაზის რიხიან ხმას გაიგონებ,დაძინებულ სულს გამოაღვიძებ და ცოცხალი დაუბრუნდები ამქვეყნიურ ამაოებას.

  4. მამა რევაზ ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

  5. მამა რევაზი ღვთისაგან ნამდვილად გამორჩეული მოძღვარია. იგია უამრავი ადამიანის ნუგეში, იმედი და კეთილი მრჩეველი. არ ყოფილა შემთვევა, რომ მისგან ადამიანი დამშვიდებული არ წამოსულიყო. ამის მოწმე თავად ვარ და მისი არაერთი მრევლისგანაც მომისმენია. ტაძარი, რომელიც მრავალი ადამიანის სულიერი სიმშვიდის ნავთსაყუდელია, მამა რევაზის უდიდესი მოწადინების შედეგია.
    ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მამა რევაზი.

  6. ეს ეკლესია მართლაც ედემის ბაღს გავს… ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა მამა რევაზს შემახვედრა..რომელმაც თავისი სიკეთით ადამიანების სიყვარულით და კეთილგანწ-ყობით ეკლსეიისა და ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დამაყენა და სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება..ძალიან გამიხარდა ამ სტატიის ნახვა…

  7. მამა რევაზი ტაძრის გარდა,ჩვენი სულების წინამძღვარიცაა.იგი დიდი მადლის მატარებელია.დედასთან,ატირებული ბავშვივით,ნუგეშისცემისთვის მისულს , საიმედო,უტყუარ საყრდენად შეგიძლია იგულო ყოველთვის , რის შემდეგაც მოპოვებული ბავშვური სიმშვიდითა და ნეტარებით მივემართებით უფლისკენ მიმავალ,უკვე გაკვალულ გზაზე.
    მამა რევაზი დიდი რუდუნებით ძერწავს ჩვენს სულებს და ისინი , ღმერთმა ინებოს,ისე დამშვენდეს , როგორც დამშვენდა და აღდგა ჩვენი ტაძარი.
    უფალო , გააძლიერე მამა რევაზი , მისი ოჯახი , მრევლი და ჩვენი სამშობლო.

    ლელა სირაძე მისი ოჯახით.

  8. დროებით ვცხოვრობ იტალიის ქალაქ ბარში და ქართველ მამაოსთან ერთად ვმსახურობ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე.ინტერნეტში ვათვალიერებდი ეკლესია-მონასტრების გვერდს და ვეცნობოდი ჩუღურეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ისტორიას და გამახსენდა მამა რევაზი და მისი მრევლი.მიუხედავად იმისა რომ არ ვყოფილვარ ამ ტაძრის მრევლი,დიდუბის ეკლესიიდან ხშირად მომიწევდა ხოლმე გული ამ ტაძრისაკენ და ვესწრებოდი ხოლმე მამა რევაზის წირვა ლოცვებს.ვინც დასწრებია მის წირვა-ლოცვას, დამეთანხმება, რომ დიდ სითბოს და მადლს შეიგრძნობს.განსაკუთრებით მომწონდა მისი უბრალო და თავისებური სასიამოვნო ინგილო აქცენტით ქადაგება,მოკლედ და კონკრეტულად ქადაგებს. მრევლიც ძალიან ერთგული და შეკრულია,თითქმის ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულებს ესწრებიან ხოლმე ექსკურსიებით და ღამისთევებით. მადლობა უფალს რომ ასეთი ერთგული და მადლიანი მწყემსი ჰყავს ამ ტაძარს.ამიტომაც არის რომ ყველამხრივ ეს ტაძარი საუკეთესო მდგომარეობაშია

  9. დავიბადე საქართველოში 14წელი ვცხოვრობდი ისრაელში,წმინდა მიწაზე.მაგრამ ასეთი სიწმინდე როგორიც საქართველოა მე სხვა სამშობლო არ მეგულება.დიდხანს ვერ ვდგამდი იმ ნაბიჯს რასაც მოძღვრის ყოლო ჰქვია, ვერ ვპოულობდი ჩემს სულიერ მამას. ამაში დაგვეხმარა მე და დედაჩემს, დედა პარასკავამ,რომელმაც გვირჩია მამა რევაზთან მისლა.უფალმა დალოცოს იგი ასეთი სიკეთისათვის. მართლაც რომ უაღრესად კეთილი,თბილი მამაოა. მადლობას ვუხდით უფალს რომ შეგვახვედრა
    მამა რევაზი.

  10. მე უკვე 17 წელია რაც მამა რევაზის მრევლი ვარ. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს მამაოს იმ სულიერი საზრდოსთვის რომელიც მისგან მაქვს…ამ ხნის განმავლობაში მრევლი გაძლიერდა და გამრავლდა..მამა რევაზისგან დიდი მადლი მოდის.გვიმრავლოს უფამა ასეთი სულიერი მამა..მადლობა უფალს და შემდეგ კი მამა რევაზს…

  11. მამა რევაზი არის უაღრესად თბილი, უშუალო, ყურადღებიანი ადამიანი. დიდი მადლობა უფალს, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სულიერი მამა, ზუსტად მამა რევაზია.

  12. მადლობა უფალს რომ ჩვენ წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლს გვყავს ასეთი ძვირფასი,ასეთი სათნო მოძღვარი როგორიც მამა რევზია,ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მამაო

  13. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო სულიერო მოძღვარო, ჩემს სულს მალამოსავით ედება თქვენი დალოცვა, ჩემს უმძიმეს ტრაგედიას თქვენი თანადგომით ვუძლებ დღემდე, იმდენად მაძლიერებს თქვენი ლოცვა-კურთხევა, ჩემთვის სიტყვებში “ვერდატეული” ადამიანი ხართ, თქვენს მრევლს დიდხანს გვიცოცხლოს მაღალმა ღმერთმა თქვენი თავი.

  14. მართლაც ულამაზესი ტაძარია, მე ამ ეკლესიის დიდი ხნის მრევლი ვარ, მამა რევაზი კი ჩემი მოძღვარია… საოცარი მადლი სუფევს ამ ადგილას, მართლაც ედემის ბაღია, სამოთხეა… როდესაც ამ აღელვებული და აბობოქრებული ცხოვრებით დამძიმებული მივდივარ ტაძარში, საოცარი შვება მეუფლება. მამა რევაზი გამორჩეული და ძლიერი მოძღვარია, სწორედ ამიტომაა რომ მრევლს ძლივს იტევს ტაძარი… მისი აღვლენილი წირვა მალამოსავით ელაბუნება სულს და ათბობს სიყვარულით, ნუგეშით, სიკეთით, იმედით… ღმერთს ვთხოვ მამა რევაზი დიდხანს გვიცოცხლოს და გააძლიეროს. პირადად მე ძალიან ბევრჯერ დამხმარებია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
    სულ ფუსფუსებს და ახალს აკეთებს ტაძრისათვის ჩვენი მოძღვარი…

  15. როგორ შეიძლება დავუკავშრდე მამა რევაზის? საქარველოშ არ ვიმყოფები. იქნებ მომწეროთ მითითებულ მაილზე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები