მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა მარინეს ეკლესია ავლაბარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.07.2015 | 5,520 ნახვა

წმიდა მარინეს ტაძარი ავლაბარში, დუშეთის ქ. №12 –ში მდებარეობს.
ეკლესია, ისტორიული საზღვრების მიხედვით, ქ. თბილისში, ძველი დედაქალაქის “ისნ” – ის ტერიტორიაზე მდებარეობდა კახეთის მოედნის ჩრდილოეთით XII სექტორში.

წმიდა მარინეს ეკლესია ავლაბარში ეკლესია 1802 წლის გეგმაზე გალავნითაა მოზღუდული. გალავნის აღმოსავლეთით ქართული სასაფლაოა. გალავანი გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთითაა დაგრძელებული, ტაძარი მის დასავლეთ ნაწილში დგას.

საარქივო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ წმიდა მარინეს ეკლესია 1857 წელს, გაუქმებული “მირქმის” ეკლესიის საძირკველზეა აგებული ძველ სასაფლაოზე, რომელსაც “საგოდებელი”, ანუ “ტირილის ადგილი” ეწოდებოდა.

ტაძარი ბაზილიკური, ქვის ქვითკირით ნაგები ყოფილა, კრამიტით გადახურული, მოგვიანებით კი – თუნუქით. დასავლეთის მხარეს მიდგმული ჰქონდა რამდენიმე სართულიანი სამრეკლო, რომლის დაბლა სართულიც ეკლესიის გაგრძელებას წარმოადგენდა. სამრეკლოსთან ყოფილა აღსავალი ქვითკირის კიბით მგალობელთა ქოროში. ფიცრის კანკელი სამ იარუსიანი გახლდათ.

სამრეკლოს გარდა ეკლესიის ეზოში აშენებული იყო საკრებულო სახლები. სულ ათი ნაგებობა მდგარა ეკლესიის სათავსოებით. გალავანში ტაძართან კირის ხსნარით აგებული, ერთსართულიანი, აივნიანი აგურის სახლი იდგა ეზოს მხარეს.

წმიდა მარინეს ეკლესია ავლაბარში სამრეკლო 1934 წელს გაუქმებულა, რადგან ზარები ჩამოუხსნიათ და წაუღიათ მაშინდელი მთავრობის განკარგულებით. საკრებულო სახლები ეკლესიის ეზოში 1934 წელს უკვე ჩამორთმეული ყოფილა. ეკლესიის კრებული იძულებით კერძო ბინებში ცხოვრობდა და დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1932 წლიდან ტაძრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ ქონების ჩამონათვალ სიაში არ შედის შენობა-ნაგებობები და ზარები, რომლებიც ეზოშია.

1938 წლის N2 აქტის მიხედვით, “წმიდა მარინეს” სამრევლო ტაძრის ძირითადი ხატი სიონში გადააბრძანეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის დავალებით წმიდა ოდიკი, სამირონე, ხატები და შესამოსელი სანთლის საწყობში გადაიტანეს.
“წმიდა მარინეს ეკლესიის” მრევლი სიონის სამრევლოს ჩაბარდა.

ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანია.

ქეთი ჭელიძე

ფოტო დავით დანელია

[nggallery id=76]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი