მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2014 | 2,348 ნახვა

წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია თბილისში, ავლაბარში, რუისის ქუჩაზე მდებარეობს. წმიდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია გადმოცემის მიხედვით, ადრე ამ ადგილზე წმიდა მარინეს სახელობის ტაძარი იდგა.

ახალი ტაძრის მშენებლობა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 1998 წელს დაიწყო. მომავალი ეკლესიის საძირკველი დეკანოზმა თევდორემ (ამბროლაძე) აკურთხა. პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.

ტაძარი მიდგმულ-აბსიდიანი ბაზილიკაა, გალერეით მტკვრის მხარეს. ტაძარი გალავნიანია. წმიდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია ძეგვის ბუნებრივი ფლეთილი ქვით და ძველი ქართული აგურით აშენდა. ნაგებობა გადახურულია ასევე ძველი ქართული კრამიტით. ტაძარს ქუჩის მხარეს აქვს სამრეკლო, ხოლო მის ქვეშ ცენტრალური შესასვლელია.

ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელია ბ-ნი ბიგი ჩხოლარია და მისი ოჯახი. სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ მშენებლები გიორგი ბერაია და ზურაბ ალანია. ქვის სამუშაოები შეასრულა ქვისმთლელმა მურთაზ ხვისტანმა. ტაძრის კანკელი ვარდისფერი ეკლარის ქვითაა აგებული.

წყარო: www.patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი