მთავარიქრისტიანობაწმ.სინოდი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე

წმ.სინოდი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე

როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, საპატრიარქო რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

სხდომაზე წმ. სინოდმა განიხილა საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა.

დაადგინა:

საქართველო ვერსადროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები