მთავარი » საზოგადოება

წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში სწავლების ახალი ეტაპი მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2015 | 1,262 ნახვა

ახალქალაქში, წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში ახალი სასწავლო წლის პირველი სემესტრის პირველი შვიდეულის სემინარი მიმდინარეობს. წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლებელში სასულიერო პირები მაგისტრატურის საფეხურს გადიან.

როგორც წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის პრორექტორმა, დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა „ამბიონთან“ საუბრისას აღნიშნა, სასწავლებელში პირველ და მეორე კურსელებს ლექციებს უტარებენ მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის, რუსეთიდან ჩამოსული ორი პედაგოგი ლექციებს დოგმატიკის ღვთისმეტყველების და ლიტურკიგის საგანში კითხულობენ. სტუდენტი სასულიერო პირები, უმთავრესად, მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან არიან.

დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი: „ჯგუფში არის 8 მსმენელი. პირველ და მეორე კურსელებს ლიტურგიკის საფუძვლებში ერთად უტარდებათ ლექცია. სწავლების პროცესი დილიდან საღამომდე მიმდინარეობს, საღამოს კი კულტურული პროგრამები ტარდება. ამჟამად, ჩვენს სასწავლებელში გამოფენილია მხატვარ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრები, რომელიც, ამავდროულად, ლექსებსაც წერს და ჩვენს მსმენელებს მათთან შეხვედრის საშუალებაც ექნებათ. ამ კვირეულში მოეწყობა ფილმის ჩვენება და განხილვაც.“

ახალი სასწავლო წლის მეორე სემინარი დეკემბრის თვეში ჩატარდება.

შეგახსენებთ, ახალქალაქში წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით 2009 წლის ბოლოს დაარსდა. სასწავლებელი განკუთვნილია სასულიერო პირებისთვის და ისინი აქ მაგისტრატურის საფეხურს გადიან. სასწავლებლის მიზანია ხელი შეუწყოს სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. სასწავლებლის რექტორი გახლავთ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი