მთავარი » სხვადასხვა

წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში სწავლების შემდეგი ეტაპი ჩატარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2014 | 1,650 ნახვა

ახალქალაქში, წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში სასულიერო პირები მაგისტრატურის საფეხურს გადიან. დეკემბრის თვეში, სასწავლებელში პირველი სემესტრის მეორე შვიდეულის სწავლების ეტაპი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ლექცია წმინდა ნინოს სასწავლებელში „ამბიონს“ წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის პრორექტორი, დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი ესაუბრა:

„პირველი სემესტრის მეორე შვიდეულის სწავლების ეტაპზე ჩვენს სტუდენტებს – სასულიერო პირებს ჩაუტარდათ ლექციები რელიგიის ფილოსოფიაში. ამ საგანს რუსეთიდან მოწვეული პედაგოგი კითხულობს. ასევე, – მისიოლოგიის ისტორიაში, მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი) კითხულობს. ამასთანავე, ლექციები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე არქიტექტურის შესახებ. ამავდროულად, ლექცია წაიკითხა რუმინელმა სასულიერო პირმა, რომელმაც რუმინეთისა და რუმინეთის ეკლესიის ისტორიასა და წმიდა პარასკევაზეც ისაუბრა.
სალექციო საათების შემდეგ, ყოველ საღამოს ტარდებოდა სხვადასხვა კულტურული პროგრამები. მოეწყო კლასიკური მუსიკის საღამო. რუსეთიდან მოწვეული გახლდათ ცნობილი კინომცოდნე ნაუმ კლეიმანი, რომელმაც სამი ლექცია ჩაატარა და საინტერესო ფილმები აჩვენა.

კულტურული საღამო წმინდა ნინოს სასწავლებელში იანვრის თვეში სტუდენტებს რამდენიმე საგანში გამოცდა ჩაუტარდებათ. თებერვლის თვეში კი სწავლების შემდეგი ეტაპი გაგრძელდება.“

შეგახსენებთ, ახალქალაქში წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით 2009 წლის ბოლოს დაარსდა. სასწავლებელი განკუთვნილია სასულიერო პირებისთვის და ისინი აქ მაგისტრატურის საფეხურს გადიან. სასწავლებლის მიზანია ხელი შეუწყოს სასულიერო პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. სასწავლებლის რექტორი გახლავთ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორი: არქიმანდრიტი იოანე სვანიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი