მთავარი » ქრისტიანობა

წმ.მატათას საფლავის განახლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2015 | 3,780 ნახვა

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით, გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში არსებული წმ. მატათას საფლავი, წმ.მატათას საფლავი წმინდა მოციქულის სათანადო დაფასებისთვის სრულად განახლდა.

მატათას საფლავის შექმნაზე სპეცილისტთა ჯგუფი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. პროქტი საქართველოს საპატრიარქოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და დაფინანსებით განხორციელდა.

წმ. მოციქული მატათა ქრისტეს თორმეტ მოციქულთა შორის ერთ-ერთია, რომელიც იუდა ისკარიოტელის მაგივრად იქნა არჩეული.

წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით, მატათამ მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში) სახარება იქადაგა, იქვე გარდაიცვალა და ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული.

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში არსებული წმ. მატათას საფლავი წლების განმავლობაში. მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხშირშემთხვევაში, ადგილზე სპეციალურად ჩასული პილიგრიმებისთვისაც კი რთულად მისაგნები იყო.

2014 წელს საქართველოს პატრიარქის ილია II-ისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ოფიციალური შეხვედრისას, პატრიარქის ინიციატივით და თხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წმ. მატათას საფლავის კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტის კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგად გამარჯვებული ესკიზის საფუძველზე, 2015 წელს საფლავის მშენებლობა განხორციელდა

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულ ტურისტს მასპინძლობს, როგორც სიძველეთ მოყვარულებს, ასევე პილიგრიმებს და ეს ისტორიული ადგილი აჭარის რეგიონში დასვენების და შემეცნების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი