მთავარიქრისტიანობაწმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სამებაში 20 აპრილამდე დარჩება

წმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები სამებაში 20 აპრილამდე დარჩება

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმიდა მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩება.

მამა გაბრიელის ხატი

წმიდა მამის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს.

ბეთანიელი მამების – ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმიდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ასევე, აღდგომამდე იქნება დასვენებული.

საპატრიარქოს ცნობით, დიდმარხვის ბოლოს, კათოლიკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმიდა მამა გაბრიელისა და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები