
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 30 მარტს ქადაგებისას ქადაგებისას ბრძანა, წმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს, 1-ელ აპრილს 17:00 საათზე გადააბრძანებენ.
საპატრიარქოს ცნობით, წმიდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს.

მადლობა უფალს, მამა გაბრიელი რომ მოგვივლინა; მადლობა პატრიარქს, მამა გაბრიელთან ამგვარად მიახლების უფლება რომ მოგვცა; მადლობა მამა გაბრიელს,რომ მისმენს ყოველთვის და მეხმარება; მადლობა დედა პარასკევას , დედასავით რომ უვლიდა მამა გაბრიელის საფლავს და ჩვენც არ გვაკლებდა სიყვარულს და ყურადღებას, მადლობა ხალხს, ასეთ სიყვარულს რომ გამოხატავენ მამა გაბრიელის მიმართ; მადლობა ჯარისკაცებს, ხალხის რიგებს რომ აწასრიგებდნენ; მადლობა იმ ჯარისკაცს, მოხუცი ქალი და ბიჭი რომ გავატარებინე და მითხრა, შენც გაიქეციო მამა გაბრიელთან ურიგოდ. პირველ დღეს ვიყავი სამებაში და იოლად ვემთხვიე ლუსკუმას იმ ჯარისკაცის წყალობით მე, ზარმაცი. 100 წელი და მეტიც რჩხილიც არ წამოსტკივდეს მას და მის მოკეთეებს, ყველას შეეწიოს მამა გაბრიელის ლოცვის მადლი, ამინ!