13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაწმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებაში შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებაში შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს

მამა გაბრიელის ხატი სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, წმ. მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში შესაძლოა, 23 მარტის შემდეგაც დარჩეს.

დეკანოზ მიქაელის თქმით, წმინდა ნეშტი სამებაში ჯვართაყვანისცემის კვირამდე უნდა დაბრძანებულიყო, მაგრამ თუ მრევლის სურვილი იქნება, შესაძლოა, წმინდანის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში უფრო მეტი დროით დარჩეს.

“ამ დროისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, წმინდა ნაწილები სამებაში რამდენ ხანს დარჩება. თუ მოთხოვნა იქნება და ეს რიგები არ შეწყდება, შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ დრო კიდევ გახანგრძლივდეს. ეს დამოკიდებული იქნება ხალხის დიდ სურვილზე, რომ წმინდა მამა გაბრიელის სხეული წმინდა ნაწილები მოილოცონ”, – აღნიშნა მამა მიქაელმა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ძალიან კარგი იქნება წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ცოტახნით კიდევ თუ დარჩება სამების ტაძარში… მსურველები მასთან მიახლებისა ძალიან ბევრია და ამ დროის მანძილზე კიდევ ბევრი შეძლებს მასთან მიახლებას და მოლოცვას. ყველას შეგვეწიოს მამა გაბრიელის მადლი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები