21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისაზოგადოებაწმ. მამა გაბრიელის საფლავის გათხრა დაწყებულია

წმ. მამა გაბრიელის საფლავის გათხრა დაწყებულია

samsjavro მცხეთაში წმიდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნა დაწყებულია.

სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში იმყოფებიან მონაზვნები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ საფლავის გათხრაში.

მომლოცველებს 18:00 საათიდან მონასტერში უკვე აღარ უშვებენ. მათთვის შეზღუდვებია დაწესებული მონასტრის გარე ტერიტორიაზეც, რადგან მონასტრის შესასვლელი გადაკეტილია ჯებირებით.

მცხეთაში უკვე გადაკეტილია ქუჩები და შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იცავენ.

მცხეთაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მომლოცველები იმყოფებიან…

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები