მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2011 | 13,764 ნახვა

წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი თბილისში, პეკინის გამზირის #23 –ში მდებარეობს.

ეკლესია საბავშვო ბაღის “საპოვნელას” ტერიტორიაზეა აგებული. წმიდა კვირკე და ივლიტა კი მცირეწლოვანთა მფარველად ითვლებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პატარებს უშუალო შეხება აქვთ ეკლესიის წიაღთან.
კვირიკესა და ივლიტას ტაძარი
ტაძრის მშენებლობის იდეა სკოლამდელი აღზრდის ცენტრ “საპოვნელას” ხელმძღვანელს მარიკა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. ტაძრის ქტიტორი კი მისი მეუღლე მურთაზ გულედანი გახლავთ.

ტაძრის პროექტი არქიტექტორმა დავით სვანიძემ შექმნა. იგი ერთნავიანი ბაზილიკის ტიპს მიეკუთვნება.

კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარს საძირკველი 1997 წელს ჩაეყარა.

ტაძარი ყველა ქართული ტრადიციის დაცვით, საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული მეთოდით არის ნაშენები.

ქვა, რომლითაც ეს ნაგებობა გახლავთ აშენებული, ნიჩბისიდანაა ჩამოტანილი. ამ ქვითვე არის ნაგები ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი.

წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მშენებლობა 2003 წელს დასრულდა. ამავე წლის 13 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა –კურთხევით, ტაძარი აკურთხა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარ-ეპისკოპოსმა გერასიმემ.

ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს ქვის ოსტატთა ჯგუფმა: მალხაზ პაპასკირმა და ჟორა ცირეპიდიმ, ვაჟა კურტანიძემ, დიტო შაოშაძემ, ზურაბ, დათო და გია ამყოლაძეებმა.

ხეში მხატვრული ჭრა შეასრულა შალვა გულედანმა.

ტაძარი მოხატეს მღვდელმა გიორგი ყიფშიძემ (ტაძრის წინამძღვარი) და მისმა მეუღლემ მადონა ლანჩავამ საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამხატვრო მეთოდური საბჭოს ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანა ბურჭულაძის კონსულტაციით.

ტაძარში მსახურობენ:

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
მღვდელი დავით ტატინაშვილი

ქეთი ჭელიძე

ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი