13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაწმ. ისე წილკნელის ხსენება

წმ. ისე წილკნელის ხსენება

ახალი სტილით 15 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა ისე წილკნელი დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ წილკანში, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წმ.ასურელი მამა განისვენებს.

წმიდა ისე წილკნელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც ღვთისმშობლის მოწოდებით საქართველოში VI საუკუნეში მოღვაწეობდნენ. წმ. ისე მღვდელმთავრად მას შემდეგ აკურთხეს, რაც წილკანში ეპისკოპოსი გარდაიცვალა. იგი მის ნაცვლად დაადგინეს. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. სასწაულებს აღასრულებდა: სნეულთ ჰკურნავდა, კეთროვანთ განსწმენდდა, ეშმაკთ განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა. ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, საკერპოებს არღვევდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს სამების სახელით ნათლავდა.

სასწაულომოქმედ მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: “უფალო ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა”, – ეს იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები