მთავარიქრისტიანობა"წმ. ბერი გაბრიელის საფლავთან მასობრივი მოწვევები ქრისტიანულ მოვლენად არ მიმაჩნია"

“წმ. ბერი გაბრიელის საფლავთან მასობრივი მოწვევები ქრისტიანულ მოვლენად არ მიმაჩნია”

“დედა პარასკევას დაესიზმრა მამა გაბრიელი და მან უთხრა, რომ ვინც მივა მის საფლავთან შობამდე და ილოცებს ორ სურვილს შეუსრულებს,” – ბერი გაბრიელის საფლავი სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 5 იანვარს სამთავროს დედათა მონასტერში წმიდა მამა გაბრიელის საფლავთან მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა.

სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი სერაფიმე დანელია ამ ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქრისტიანული მოვლენა არაა.

დეკანოზი სერაფიმე დანელია: “არ ვიცი, ვიღაცის ექსპერიმენტის ობიექტი გახდა საზოგადოება თუ მართლა იყო ხილვა, რამაც გაუგონარი აჟიოტაჟი გამოიწვია, აი, უკვე მეორედ, მამა გაბრიელის სახელთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში ასეთი მასობრივი მოწვევები, კონკრეტული დროის, ადგილისა და სურვილების განსაზღვრული რაოდენობის მითითებით კატეგორიულად არ მიმაჩნია ქრისტიანულ მოვლენად!

ამის მსგავსი იყო ადრე მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულებზე და სხვა საეჭვო გადმოცემის გავრცელებაზე ატეხილი ამბები, ოთხ ეგზემპლარად გადაწერაზე, მესიჯებით გავრცელებაზე, რასაც არაფერი კავშირი არ ჰქონდა ქრისტიანულ სარწმუნოებასთან…

გავიხსენოთ როგორ აფრთხილებდა წმ. სერაფიმე მორწმუნეებს იმ დროისთვის მომრავლებულ ,,სალოსებზე” და ,,სტარცების” მადიდებლობაზე. წმ. იოანე კრონშტადელი კი ეშმაკის მიმდევრებს უწოდებდა მათ, ვინც მის მიმდევრად მიიჩნევდა თავს და აქაოდა სიწმიდე მიგვაქვსო, ტანსაცმელსაც კი ახევდნენ ტანზე…

დანამდვილებით ვიცი, პირველი აჟიოტაჟის დროს დედა პარასკევამ კატეგორიულად უარყო რამე კავშირი მაშინდელ გავრცელებულ ინფორმაციასთან, ალბათ ეს ეტაპიც უნდა გავიაროთ და გავიზარდოთ…. მამა გაბრიელ, შეგვეწიე ამაში…”.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, დედა პარასკევას გამოცხადების თაობაზე დაზუსტებით არაფერი იცის.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი.

ასევე განჩინების თანახმად, დადგინდა, რომ გაიხსნას წმიდანის საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში.

აღნიშნულის შემდეგ, ხალხში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია კონკრეტულ დღეს საფლავის გახსნის შესახებ. როგორც დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ აღნიშნა, “საფლავის გახსნა არ მოხდება საიდუმლოდ და იქნება საჯარო. ის, რომ ადამიანი საფლავიდან გარკვეულ მეტრებში უნდა იყოს დაშორებული და ამ შემთვევაში მოხდება სასწაული, არასწორია და უკვე ცრურწმენაა,” – ბრძანა დეკანოზმა ზურაბმა.

მამა ზურაბის თქმით, ვინც რწმენით შეხვდება ამ ამბავს და სარწმუნოებით შეევედრება მამა გაბრიელს, მასზე ისეთი წყალობა იქნება, როგორი იმედიცა და სასოებაც აქვს ადამიანს უფლისა და წმიდანის მიმართ.

თეონა ნოზაძე

8 COMMENTS

  1. gamarjobat mainteresebs da tu shegidzliat mipasuxet.me orsulad var da ver vaxerxeb casvlas vinc mis saflavze ver moaxerxebs misvlas da saxshi rom ilocos misi locva ar sheeceva?

    • მარიამ,თავს უფლებას მივცემ და გიპასუხებ… მთავარია გულით სთხოვო და ილოცო ) არ არის სავალდებულო ტაძარში მისვლა იმის გამო რომ რაღაც გინდა უფალს სთხოვო,ვინმემ ცუდად და არასწორად არ გამიგოთ,ტაძარში ყველა უნდა დადიოდეს,მაგრამ ხალხის უმეტესობას მიაჩნია რომ თუ ტაძარში ხატის წინ დაიჩოქებიან და ისე შეევედრებიან მაცხოვარს მხოლოდ მაშინ მიიღებენ ისინი უფლისგან შეწყალებას ან თავიანთი ნატვრის ახდენას)) მე კი ამას არ ვეთანხმები…არ აქვს მნიშველობა სად ილოცებ..მთავარია გულით,რწმენით სთხოვო უფალს შენდობა და ის აუცლებლად გადმოგხედავს:* ასე რომ მამა გაბრიელს შენი ყველგან ესმის ♥

    • ra tqma unda sheeceva mtavaria rwmenit vtxovot wmidans da tu chveni txovna gvtistvis satno iqneba tu gmerti inebebs aucileblad agvisruldeba mtavaria rwfeli gulit txovna da mama gabrieli chven txovnas shobamdec da shobis merec sheismens yoveltvis

  2. ყურადღება იმას მიაქციეთ, რომ ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში და მათ “რაღაცის” რწმენა და იმედი გაუჩნდათ, ილოცეთ მათზე და თავი დაანებეთ მათ “მკრეხელებად” “შრაცხვას”- არ გრცხვენიათ და არც უფლის არ გეშინიათ, ეს არის თქვენი თანაგრძნობა, თუ თქვენსას უყობთ მათ(თუ იესო ასე არ იქცეოდა)?

  3. dzalian bevri xalxi iyos dgesac , saflavamde ver mivedi mara sapatriarqom gamoacxada vinc ezoschi mainc iyoovoo aucileblad sheusruldebao , dzalian bevri mrevli iyo chamosuli saqartvelo yvela kutxidan ! ♥

    • თორნიკე, როდის გამოაცხადა საპატრიარქომ და ვისგან მოისმინეთ, რომ “ვინც ეზოში იყო მაინც აუცილებლად შეუსრულდებაო (ალბათ სურვილს გულისხმობდით)?

      რატომ ამახინჯებთ და ავრცელებთ ხალხი ასეთ ინფორმაციას?!
      ცოტა ლოგიკურად იაზროვნეთ, მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა შეძელით და უკიდურეს ფანატიზმში ნუ ვარდებით.

      ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გაუნათლებლობის შედეგია (კონკრეტულად თქვენს შემთხვევაზე არ ვსაუბრობ).

      ის, რაც ღვთის სათნოა და გულწრფელად ითხოვთ ალბათ შეგისრულდებათ… ამისთვის კი ეზოში ყოფნა არაა საჭირო.

      იქნებ გაუნათდეს ქართველს ერს გონება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები