მთავარი » საზოგადოება

წმ. ბარბარეს ეკლესიიდან მრევლმა მსვლელობა დაიწყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.09.2012 | 2,052 ნახვა

მრევლითბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მრევლმა მსვლელობა გალობით დაიწყო. მათ გზა ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ დაულოცა.

როგორც “ამბიონის” კორესპონდენტი იუწყება, მომლოცველებს წინ მიუძღვით ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსები და სტიქაროსნები. ხდება გზის კურთხევა და საკმევლის კმევა. მსვლელობაში მონაწილეებს თან აქვთ ჯვართამაღლების, წმიდა ბარბარეს, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები.

მომლოცველებს გზად წმიდა ნინოს ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ასევე მოძრაობა “დავითიანნი” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი ჯვართამაღლების დღესასწაულს ულოცავენ სრულიად მოსახლეობას.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, თბილისის კურთხევა მიმდინარეობს.

ამ წუთებში მშვიდობიანი მსვლელობა მეტეხის ხიდისკენ მიმდინარეობს…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი