მთავარიეკლესია-მონასტრებიწმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია მდებარეობს ივ. ჯავახიშვილის ქ. 691 – ში მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტაძარი 1864 წელს აიგო. მშენებლობა მორწმუნეთა დახმარებითა და რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა.

1886 წელს ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭითა და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივითა და საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით მოხდა.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მირონცხების პატივსაცემად. ეს ეკვდერი მთლიანად მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აიგო გლამაზდინების ოჯახის მიერ.

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი

ტაძრის ეზოს კარიბჭესთან თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოა, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.

ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელისა და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.

ტაძრის ეზოში დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

დავით დანელია

27 COMMENTS

  1. tu shegiliat ro mipasuxot.. am tadzris ezoschia tuki ar vcdebi rusi beri mama vitali dakrdzaluli xooo ?? didi madloba cinascar pasuxisatviss

  2. დიანა, სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) სწორედ წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

  3. mraval shoba ahalcels dagascrot gmertma. rame cnobebi tu devs mama vitalize am saitze mainteresebs. sheiyvaret siyvaruli— es cigni cavikithe da mainteresebs tu ari am saitze rame mis shesaheb. madlobt cinascar

  4. სად შეიძლება ვნახო ხუცური დამწერლობა?

    • ამ საიტზე http://www.kutais-gaenati.ge იპოვით პუნქტს :”ვისწავლოთ კითხვა ხუცურად”. ყველაზე მარტივი მეთოდით: 50-ე და 90-ე ფსალმუნების საშუალებით, რომელიც ბევრმა ზეპირად იცის.

  5. ავტორს ვთხოვ დაამატოს ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კერძოდ: ამ ტაძარში ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ბერად აღკვეცა თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობიმ (მაჟუგა). ამასთამ მიტროპოლიტი ზინობი (სქიმაში სერაფიმი) უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და განისვენებს აღნიშნულ ტაძარში.

  6. მე ამ ეკლესიაში მოვინათლე და მამა ვიტალი ბუნდოვნად მახსოვს, თავისი ოქროსფერი თმებით…. როცა არ უნდა მივიდე მის საფლავთან, რაც არ უნდა ვთხოვო მისრულებს…ძალიან მიყვარს ეს ეკლესია და მამა ვიტალი

  7. ძალაინ გთხოვთ, თუ შესაძლებელია სმოლენსკის ღვთისმომშობლის ხატის თქვენს ჟურნალში დაბეჭდვა

  8. მაია, ხატის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის “სმოლენსკის ოდიგიტრიას” (გზის მაჩვენებელი) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ბმულით –

    http://www.ambioni.ge/xati-yovladwmida-rvtismsoblis-smolenskis-odigitria/

  9. მოგესალმებით ყველას! უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს შემწე! სმოლენსკის ოდიგიტრიას ხატი, რომელიც ალექსანდრე ნეველის ტაძრის მარჯვენა წინა კედელზეა დაბრძანებული, მართლაც რომ შეუდარებელი სილამაზის ხატია. სწორედ სმოლენსკის ოდიგიტრიასთან უნდა ილოცო ჯერ და მერე მიხვიდე მამა ვიტალის საფლავზე, რომელიც ტაძრის უკანა მხარეს განისვენებს.

  10. თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რომელ ტაძარში შეიძლება იყოს სპირიდონ ტრიმიფუცკის ხატი?

  11. ძალიან ბედნიერია ის ადამიანი ვისაც მამა ვიტალის გაცნობის საშუალება და ჰქონდა

  12. თუ შეიძლება მიპასუხეთ წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი ვინაა?მამა საბას ვეძებ დამგონი ამ ტაძარში უნდა იყოს.

  13. martlac mama vitalis saflavisascaulmokmedia. xshirad ver mivdivar sihoris gamo.dideba ufals

  14. თუ შეგიძლიათ მითხრათ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ამ ტაძარში მსახურობს და მოღვაწეობს? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ..უფალმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ

  15. ამ ტაძრის უკან, ეზოში არის მამა ვიტალის საფლავი. მორწმუნეები ანთებენ სანთლებს, მიაქვთ ყვავილბი და ლოცულობენ

  16. gamarjobat. mainteresebs am eklesiashi tu aris qartulad mosaubre mamao? axlos vcxovrob am eklesiastan da ar var namyofi.dz minda misvla da .

  17. ვიმმე თუ მეტყვით რატო განსხვავდება ქართული და რუსული ეკლესიები არქიტექტურით ორივე ხო მართმადიდებული ერი ვართ/მადლობთ

  18. მე წარმოშობით ბერძენი,ამ ეკლესიაში მოვინათლე 1967-68 წელს, ნათლობის სახელი არ მახსოვს (არც მშობლებს) 20 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ და ზალინ მჭირდება ნათლობის სახელის გაგება… თუ შეიძლება და როგორ??? პატივისცემით ლია ელევტერიადი (1967 წელს ალბათ ლიანა ლეფტეროვა0

  19. gamarjobat
    minda im sascaulis shesaxeb mogitxrot rac me gadamxda.5 celicadze meti iyo gasuli rac me da chems meugles shvili ar gvezleoda.mivedi mama vitalis saflavtan da vtxove shemceoba.daa tvenaxevris mere gaviget rom bavshvs velodebit.aravitari samedicino chareva da mkurnaloba.madloba gmerts da madloba mama vitalis.

  20. Tu vinmem itsit axar maxsovs dasawxisi mxolod bolo sitxvebi maxsovs gamoichine satnoeba misi. Tu vismes gaxsovt lotsva sadats naxsenebiaws sitxvebi gtxovt mupasuxot

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები