მთავარისხვადასხვაწიწიბურას კატლეტი - ტრაპეზი

წიწიბურას კატლეტი – ტრაპეზი

წიწიბურას კატლეტი

სამარხვო რეცეპტები

მასალა:

500 გ. წიწიბურა;
2 ს.კ. ზეთი;
2 ც. ხახვი;
მწვანილი (თითო კონა ქინძი და ოხრახუში);
2 კბილი ნიორი;
1 ჩ.ჭ. ზეთი.

მომზადების წესი

წიწიბურა მოვხარშოთ. ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში წიწიბურასთან ერთად. გავატაროთ აგრეთვე მწვანილი და ნიორი და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. თუ სქელი გამოვა, ჩავუმატოთ ცოტა ანადუღარი წყალი. ამ მასისგან გავაკეთოთ ოვალური კვერები, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (ან სიმინდის ფქვილში) და შევწვათ ადუღებულ ზეთში.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები