მთავარიჯანმრთელობავირუსები და ალერგიული დაავადებები

ვირუსები და ალერგიული დაავადებები

ვირუსით პროვოცირებული ალერგიული დაავადებები და პოსტვირუსული გართულებები

ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 (ჰონგ-კონგის გრიპი) ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

აღნიშნული ვირუსები იწვევენ რესპირატორულ დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ ცხვირის, პირ-ხახის, ტრაქეის და ბრონქების ლორწოვან გარსებს. დაავადების დამახასიათებელი ნიშანი მისი სწრაფი პროგრესირება და სიმპტომების ინტენსიურობაა. ის ვლინდება: ცხელებით; მშრალი ხველით; თავის ტკივილით; კუნთების ტკივილით; ძლიერი სისუტით; ცხვირიდან გამონადენით და სხვა.

ალერგიული დაავადებები, რომელეთა გამწვავება ან გამოვლინება განპირობებულია ვირუსებით

ჭინჭრის ციება ხშირად გვხდება ვირუსული ინფექციის ფონზე. ის შეიძლება გამოვლინდეს პირველად ან ვირუსმა გამოიწვიოს ქრინიკული ურტიკარიის გამწვავება.

ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელი ან გამომწვევი ვირუსული ინფექციის დროს, გარდა თავად გრიპის ვირუსისა, შეიძლება იყოს სიმპტომების შესამსუბუქებლად მიღებული სიცხის დამწევი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ჭინჭრის ციება წითელი ფერის, „ამობურცული“ ლაქებით ვლინდება სხეულის ნებისმიერ ადგილზე და თან ახლავს ძლიერი ქავილი. ჭინჭრის ციების ელემენტებს ახასიათებთ გამოვლინების და გაქრობის ტალღისებრი მიმდინარეობა. უფრო ხშირად გვხდება ვირუსული ინფექციების მქონე ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

ასთმის გამწვავება, რადგან ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება,

რაც აძლიერებს მგრძნობელობას ალერგენების მიმართ და ასთმის გაუარესების მიზეზი ხდება.

ალერგიული რინიტის გამწვავება. ვირუსული ინფექცია ანალოგიურად ბრონქებისა, აზიანებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანს და უფრო მგრძნობიარეს ხდის მას ალერგენების მიმართ, რაც ვლინდება სიმპტომების (მუქი ფერის გამონადენი ხცვირიდან, ხვცირის ძლიერი გაჭედვა, რომელიც არ იხსნება მედიკამენტების ფონზე, მრავალჯერადი ცემინება) სიმძაფრით.

თუ სიმპტომები გიხანგრძლივდებათ – დროულად მიმართეთ ექიმს!

წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები