მთავარი » ქრისტიანობა

“ვფიქრობდი, გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.03.2015 | 1,941 ნახვა

ილია მეორესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” თავისი ბავშვობის პერიოდის, ოჯახის წევრების შესახებ ისაუბრა.

“ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდში იყო. მეორე მსოფლიო ომი იყო, მაგრამ სურვილები ბევრი მქონდა, ძალიან მიყვარდა ბუნება. ვფიქრობდი გამოვსულიყავი ზოოტექნიკოსი და მერე ექიმი. მერე ყველაფერი განზე გადადგა და სასულიერო სასწავლებელი დავამთავრე.

ჩვენი ოჯახი იყო მშვიდი, შვილები ძალიან პატივისცემით იყვნენ განსმჭვალული მშობლებისა და ერთმანეთის მიმართ. ვეხმარებოდით ერთმანეთს, გვიყვარდა ერთმანეთი. მორწმუნე ოჯახი გვქონდა. ეკლესიაში დავდიოდით, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მშობლებს მუსულმანებთან, ქისტებთან”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, მამამისი იყო მეღვინე და ტყავების დამუშავების სპეციალისტი. მისი ოჯახი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით – ვლადიკავკაზში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი