მთავარი » საზოგადოება

ვეძათხევი და მლეთა – იქ, სადაც უკიდურესი სიდუხჭირეა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2010 | 2,692 ნახვა

ვეძათხევიდუშეთის რაიონის სოფელი ვეძათხევი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. 5 წლის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩაკეტა და მას შემდეგ სოფლის მოსახლეობა დუშეთის ცენტრამდე (12 კილომეტრი) ფეხით დადის. ამჟამად სოფელში 18 კომლია დარჩენილი. ყველა მათგანზე გასახლების გადაწყვეტილება გამოიტანეს, მაგრამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას საშველი არ დაადგა.

თუკი ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, ვეძათხევიდან კარგა ხანია წავიდა. ამჯერად სოფელში მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობს. აქ მიწის ნაკვეთებიც მეწყერმა წაიღო, შესაბამისად ხალხს თავის სარჩენი არაფერი დარჩა. ყველა სახლი ავარიული და საცხოვრებლად საშიშია.

ნინო ქაფიაშვილი, სოფლის მკვიდრი: “ხუთი წლის უკან მეწყერმა გზა გადაკეტა. მას მერე 12 კილომეტს ფეხით გავდივართ. თუ გაწვიმდა, საერთოდ ვერც გაივლი. ზამთარში პროდუქტები მოგვაქვს. ვიმარაგებთ, თორემ, აქ არც მაღაზიაა, არც აფთიაქი”.

გზისა და პირობების უქონლობის გამო შარშან, სოფელში, 22 წლის ლევან გოგოჭური გარდაიცვალა. დიაგნოზი დღემდე არ იციან: “მუცელი ატკივდა. წვიმა იყო. სასწრაფო აქ ვერ მოვიდოდა, ექიმი ჩვენ არ გვყავს და წამალი ჩვენ არა გვაქვს. ისე დავმარხეთ, ვერც გავიგეთ, რისგან მოკვდა”.

უგზობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. აქამადე ინტერნატში აბარებდნენ, ახლა ამ მხრივაც პრობლემა შეიქმნა.

ლია მინდიკაური: “ოთხი შვილის დედა ვარ. ოთხივე ბავშვი საგურამოს ბავშვთა სახლში მყავს. ან სახლში წაიყვანე, ან გავაშვილებთო. აღარ ვიცი, რა ვქნა”.

იგივე პრობლემა აქვს გელა ზვიადაურსაც. არიან ისეთებიც, ვინც შვილი ბავშვთა სახლამდეც ვერ მიიყვანა. ილო ქაფიაშვილი უკვე 11 წლისაა, მაგრამ სკოლაში ერთი დღეც არ უვლია.

მიუხედავად იმისა, რომ გასახლების შესახებ გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ გამოიტანეს, ვეძათხეველები ჯერ კიდევ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. დუშეთის გამგებლის პირველი მოადგილე მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომ საკითხი განსახილველად სამხარეო ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი.

მანანა ნარიმანიძე: “ძალიამ მძიმე მდგომარეობაში არიან. მთავრობაში ეს საკითხი მუშავდება და უახლოეს მომავალში გამოვა განკარგულება, თუ სად უნდა გადასახლდეს ეს ხალხი”.

იგივე მდგომარეობაა სოფელ მლეთაშიც, სადაც მეწყერის გამო მოსახლეობას მდინარე სახლებში შეუვარდა და მეორე სართულებამდე ყველაფერი დატბორა.

აქაც დიდი ხანია დაიდო დასკვნა, რომ ხალხი უპირობოდ სხვაგან უნდა გადასახლდეს. მოსახლეობა ელოდება, თუმცა ეს ზაფხულიც ისე გავიდა, რომ ახალი დასახლებისკენ გზა ჯერ არავის უჩვენებია.

ცისანა ზაქაიძე: “24 აპრილს, დილის 10 საათზე ნიაღვარი წამოვიდა და სულ დატბორა მთელი სახლი. ძლივს გამოვასწარით. თუ რამე გვქონდა მდინარემ წაიღო. თავშესაფარიც არავის მოუცია. ვინც მოახერხა, ნათესავებს შეეკედლა”.

ისეთი ნათესავი, ვისთანაც მთელ ზამთარს გაატარებს, ყველას არ აღმოაჩნდა. ამჯერად დამეწყრილ ადგილას 10 ოჯახია დარჩენილი. ისინი დატბორილ სახლებში პატარა ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ და გამუდმებით იმის შიში აქვთ, სახლი თავზე არ ჩამოენგრეთ.

ქვეშეთის თემის რწმუნებულის თანაშემწე იოსებ ზაქაიძე, ამბობს, რომ ამ დამეწყრილ ოჯახებს სავარაუდოდ, ყაზბეგის რაიონის სოფელ საყორიანოში გადაასახლებენ, თუმცა, როდის ამაზე მას პასუხი მას არა აქვს.

მანანა ნარიმანიძის თქმით, ვეძათხევისა და მლეთის საკითხი რეგიონალური განვითარების სამინისტროში მუშავდება.

გაგაძეების სახლის პირველ სართულზე უკვე თევზებიც გაჩნდა და ოთხიდან ოთახში დაცურავენ. თავად სახლის პატრონები მეორე სართულზე აიბარგნენ და მთავრობის გადაწყვეტილებას ახლა უკვე იქ ელიან.

თეა თოფურია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ვინმე ქართველი says:

    მერე რას ფიქრობს ეს მთავრობა, სასწრაფოდ შეუძინონ სახლ-კარი ქვემო ქართლის რომელიმე სოფელში და დაასახლონ (სასურველია წალკის რაიონში ან სომხეთის საზღვრისპირა სოფლებში)

  • ლუკერია says:

    საშინელებაა! სექტემბერში ვაპირებ მლეთას მონახულებას. აუცილებლად დავინტერესდები მათი პირობებით. ამათი გაჩირვების შემყურე როგორ ძინავთ ხელისუფალთ? როდის გვეღირსება ქვეყნის გონივრული მართვა?

  • მანანა says:

    gmerto gvishvele,ra ganukitxaobaa,ra daucvelebi vart,gmerto shen xom kvelastvis moxate hveni samshoblo da rato unda epatronos usamartlobit gulcivobit gabobolebuli 10% kartvelobisa kvelapers da 90% daucvelad mitovebulad,damcirebulad samshoblodan gahirvebas gakceulad grznobdes tavs esaa kartuli demokratia….ra daashava patiosanma mshromelma adamianebma,vin pikrobs xalxze? sasaxleebidan zneli shesapasebelia xalxis xvedri…sxvisi gahirveba unda gaitavison…biukratiuli gadackvetilebebis migebashi ramdeni shishit da uzilobit dazabuli cvimiani dge konia am xalxs sadaa samartali??!!!gmerto gulisxmiereba ertmanetis sikvaruli gvastavle….

  • მინდია says:

    არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ… რა გვიყო ამ მამაZაღლმა არქიფო სეთურიმ, როგორ გადაგვიგვარა ტვინი და აზროვნება, როგორ მიგვაჩვია სიცრუეს და სიყალბეს!? რომ ვუსმენ ასე მგონია ჩვენზე კარგი აშენებულ-გამშვენებული ქვეყანა, სხვაგან არსადაა მეთქი, სამწუხაროდ კი რეალობა სხვაგვარადაა …
    ვაი ქართველებოოო. როდემდე?

  • meri says:

    მსოფლიოს თვალში დასანახად რომ აშენებენ ასობით გასართობ ცენტრებს და კიდევ ბევრ რამეს ჯობია ასეთ გაჭირვებულ ხალხს მიხედონ. საზგვარგარეთიდან ისე ჩანს რომ საქართველო ყვავის და სინამდვილეში რა ხდება არც იციან. ძალიან სამწუხაროა, რომ XXI საუკუნეში ასეთ პირობებში მცხოვრები ხალხი არსებობს კიდევ. ზოგი გაჭირვებისგან თავს იკლავს და ზოგმა სად დახარჯოს ფული აღარ იცის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი