კვირის დოკუმენტის ფარგლებში ამჯერად ვაქვეყნებთ არქეოლოგიურ მასალას – ვერცხლისწყლის სატარებელი სფერო-კონუსს, აღმოჩენილს ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ემიგრანტ ვახტანგ ჯობაძის მიერ 60-იან წლებში ანტიოქიის დასავლეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას. ამ გათხრებისას მეცნიერულად დაფიქსირდა თურქეთის “ქართული ანტიოქია”.
არქეოლოგიური მასალა დაცულია ეროვნულ არქივში, ფონდში „ვახტანგ ჯობაძის არქეოლოგიური კვლევა-ძიების მასალები“.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
